Home » მთავარი » „პროცესები პოლიტიკურ მასკარადად თუ ცირკად გადააქცია რუსთავი 2-ის დირექციამ“

„პროცესები პოლიტიკურ მასკარადად თუ ცირკად გადააქცია რუსთავი 2-ის დირექციამ“

უზენაეს სასამართლო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით 2 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში იმსჯელებს. ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ მოვლენებს უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი ეხმიანება და ამბობს, რომ რუსთავი 2-მა მხარდამჭერებთან ერთად ნებისმიერი ღია პროცესი „მასკარადად და ცირკად“ გადააქცია.

„ნებისმიერი პროცესი, ღია პროცესი, ტელევიზიაში გასული პროცესი, რაღაც პოლიტიკურ მასკარადად თუ ცირკად გადააქცია ამ რუსთავი 2-ის დირექციამ და მისმა მხარდამჭერებმა. შესაძლოა სასამართლომ აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ წყნარად, საქმის ობიექტური შეფასებისთვის იყოს დახურული. მთავარი არის ფაქტები და ამ ფაქტებს შეფასება უნდა მისცეს სასამართლომ, – განაცხადა  ვოლსკიმ.

მისივე თქმით,  სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენით მხოლოდ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაა დაინტერესებული.

Facebook Comments
x

Check Also

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა მცხეთობა – სვეტიცხოვლობა ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა ...