Home » მთავარი » “პუტინისთვის მომაკვდინებელი იარაღი დასავლეთს უკვე აქვს”

“პუტინისთვის მომაკვდინებელი იარაღი დასავლეთს უკვე აქვს”

რუსი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი აცხადებს, რომ დასავლეთი არათუ შეაცერებს სანქციებს რუსეთის მიმართ, არამედ სრული რეალობაა, რომ სანქციები გამკაცრდება. მისივე თქმით, ეს „რუსეთისთვის ჟურნალია, რადგან ნამდვილი ეკონომიკური კატასტროფა დაიწყება მაშინ, თუ რუსეთს საერტაშორისო საბანკო სისტემიდან გამოთიშავენ“.

-ეკონომიკური ბლოკადა ჯერ არ დაწყებულა. რუსეთისთვის მომაკვდინებელი იქნება მისი გამორთვა სისტემიდან SWIFT, რომელიც სრულიად გააჩერებს რუსულ ეკომონიკას, ასევე კრემლის მაღალჩინოსნების მილიონიანი აქტივების დაპატიმრებაც. ასე რომ, პუტინისთვის მომაკვდინებელი იარაღი დასავლეთს უკვე აქვს.

სანქციებს რუსეთის მიმართ არავინ არ მოხსნის, პირიქით, რეალურია რომ სანქციები გამკაცრდება და ამ საკითხს უკვე განიხილავს ამერიკის კონგრესი“-აცხადებს პოლიტოლოგი.

მისივე თქმით, ამერიკის ფინანსური დახმარების შემცირების შემთხვევაში საკმაოდ ცუდ დღეში აღმოჩნდება უკრაინაც, მაგრამ ეს ქვეუანა არასდროს მოექცევა თანამედროვე რუსეთის გავლენის ქვეშ.

სხვათაშორის, ხმები, რომ შესაძლებელია რუსეთის ჩახსნა SWIFT-ის სისტემიდან ცირკულირდება დასავლეთში, თავად რუსეთმა კი არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამ საკითხზე და კულუარებში აცხადებენ, რომ თუ მართლაც ასე მოხდა, ეკონომიკური კატასტროფა გარდაუვალია.

Facebook Comments
x

Check Also

შალვა ნათელაშვილი – ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას, ახალი არჩევნები თუ არ იქნება, რევოლუცია გარდაუვალია

ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას და ეს იქნება მესამე, რომელსაც მანდატის ...