Home » მთავარი » პუტინი და ერდოღანი კრემლში ერთმანეთს შეხვდნენ

პუტინი და ერდოღანი კრემლში ერთმანეთს შეხვდნენ

ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ერდოღანი მოსკოვში ერთმანეთს  შეხვდნენ.  თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის განხილვის მთავარი თემა სირიის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში,  იდლიბში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იქნება.

ცოტა ხნის წინ ერდოღანი  იმედს გამოთქვამდა,  რომ არსებული   საომარი  მოქმედებები  მხოლოდ  რუს კოლეგასთან შეხვედრის შედეგად შეიძლება შეჩერდეს.

იდლიბში პროთურქულ  სირიის ოპოზიციასა და  სირიის ხელისუფლების მხარდამჭერ რუსეთის   ძალებს  შორის ბრძოლები მიმდინარეობს.  თურქეთის პრეზიდეტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ რეგიონში სამხედრო ძალები  გააძლიერა. ბრძოლების შედეგად 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

Facebook Comments
x

Check Also

საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული კანონპროექტი დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას კენჭი ერთი მოსმენით, გამარტივებული ...