Home » მთავარი » პუტინი მონასტერში იდუმალ მეგზურთან-ვინ არის იქს პიროვნება…

პუტინი მონასტერში იდუმალ მეგზურთან-ვინ არის იქს პიროვნება…

11 ივლისს მედიამ გაამახვილა ყურადღება, რომ ვალაამაზე, მონასტერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მარტო არ მისულა. მისი მეგზური საიდუმლოებით მოცული დარჩა მედიისთვის.

კადრებში კარგად ჩანს, რომ პუტინი თავად მართავდა MercedesML. მონასტერში მისვლის მერე ის გადმოვიდა მანქანიდან და უკანა კარები გააღო, თან ხელი გაუწოდა შიგნით მჯდომს, მაგრამ უცნობმა თითით რაღაც ანიშნა პუტინს და მანაც კარი დახურა.

რადგან ძალიან დიდი იყო მედიის და მერე უკვე საზოგადოების ინტერესი, „გაზეტა.რუ“-სთან ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით. მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.

_ეს მამაკაცი უსაფრთხოებაა“-განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა განაცხადა, რომ როცა პუტინი თავად წის საჭესთან მანქანაში უკან ზის ან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, ან თარჯიმანი ან პროტოკოლის თანამშრომელი, გააჩნია ვიზიტს.

პესკოვის პასუხმა არ დააკმაყოფილა საზოგადოება და მედია, რადგან პუტინი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ხელს არ გაუწვდიდა, მითუმეტეს მამაკაცს. კითხვა-ვინ იყო იდუმალი მეგზური-ისევ აქტუალური რჩება.

Facebook Comments
x

Check Also

უმრავლესობა კიდევ რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა

უმრავლესობა კიდევ რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა გაიზარდა – ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობის ...