Home » მთავარი » ჟიული შარტავა-ქედს ვიხრით ეროვნული გმირის წინაშე! (ვიდეო)

ჟიული შარტავა-ქედს ვიხრით ეროვნული გმირის წინაშე! (ვიდეო)

დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა-დიდება გმირებს!

 „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც აფხაზეთის ომის დროს არ დატოვა სოხუმი, ბოლომდე იცავდა მას სეპარატისტებისაგან. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს…

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მინიჭებული აქვს „დიდგორისა” და „ვახტანგ გორგასლის” პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ქედს ვიხრით ეროვნული გმირის წინაშე და პატივს მივაგებთ ჟიული შარტავას ხსოვნას. გმირების სახელები უნდა იცოდეს შთამომავლობამ.

Facebook Comments
x

Check Also

“ჩვენი მხარდაჭერით არის არჩეული, თუმცა „ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის…

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ ...