Home » მთავარი » ჟურნალისტებო, ჩამოდით კაკაბეთში!..

ჟურნალისტებო, ჩამოდით კაკაბეთში!..

სოფელ კაკაბეთის მოსახლეობა უწყლობისგან იტანჯება! ონკანში ისეთი ჭუჭყიანი წყალი მოდის, მისი დალევა შეუძლებელია! მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

  სოფლის მაცხოვრებლებმა ღია წერილი მოგვაწოდეს და მედიის ყველა საშუალებისთვის  მიწოდება ითხოვეს.

-„გამგებელი ჩვენ არ გვყავს და პატრონი. გიორგი კვეზერელი სულ საგარეჯოშია, იქ სვამს წყალსაც და ჩვენ რაში ვედარდებით! ისე გადის თვეები, სოფელში არ მოდის და თვალს ვერ მოკრავ! არც მაჟორიტარი იცნობს პრობლემებს, ორივე ხიდაშელმა დაგვივიწყა და ჩვენი ხმის მიმტანი მთავრობასთან არავინ არის! ასე ბედის ანაბარად ვართ მიტოვებული. რამდენი წყალი შეიძლება იყიდო? კარგი, ბავშვებისთვის იყიდი, მაგრამ რა ვუთხრათ, ახლა არ მოგწყურდეს და მერე დალიეო? სტუმრები იყვნენ ჩამოსული სოფელში, ბავშვებმა არც შეხედეს ისე დალიეს ონკანიდან წყალი და დაიწამლნენ! საგარეჯოში  გადაიყვანეს კლინიკაში.

ხალხი უკვე იმ დონემდეა მისული, კომერციულ წყალზეც თანახმაა. საშინელი მდგომარეობაა, წერა-კითხვა არ იციან დღევანდელმა ჩინოვნიკებმა, უბრალო ცნობას ვერ დაგიწერენ სწორად…მხოლოდ ზევიდან ყურება იციან, ეს კი იმის ბრალია, რომ სოფელში ვინ სად უნდა იჯდეს და ვინ რა თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს, ერთი და ორი ბობოლა ადამიანი წყვეტს და ისიც იმიტომ, რომ ან სპორტსმენია და ძალა ერჩის, ან პარლამენტარის ახლობელია…

უკვე არაფერი გვაინტერესებს, გვინდა ელემენტალური პირობები, გვინდა სასმელი წყალი! წლებია ეს პრობლემა დგას. ახლა დადიან კანდიდატები და გვეუბნებიან, თუ ხმას მომცემთ-წყალი გექნებათო! არავისიც არ გვჯერა, აღარაფრის იმედი აღარ გვაქვს, გთხოვთ, ეს ჩვენი წერილი მაღალჩინოსნებს კი არა, ჟურნალისტებს მიაწოდოთ, ყველა ერთად ჩამოდით და ნახეთ თქვენი თვალით რა ხდება სოფელში, წყალიც ნახეთ თუ ისმევა.

ჟურნალისტებო, ჩამოდით  კაკაბეთში და თქვენი თვალით ნახეთ ყველაფერი! ახლო-მახლოც არ არის სასმელი წყალი, რომ მოვიტანოთ, ზედა უბანს აქვს წყაროს წყალი და ან იქიდან დაგვაქვს, ან უფრო ხშირად ვყიდულობთ!“-ნათქვამია წერილში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ოპოზიციის შტაბი დიდ კარავში გადაინაცვლებს

ოპოზიციის შტაბი რუსთაველზე დადგმულ დიდ კარავში გადაინაცვლებს. ეს კარავი განკუთვნილი იქნება კონსულტაციებისთვის და მოლაპარაკებების გასამართად. ...