Home » ექსკლუზივი » რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და აქციის ორგანიზატორებმა კარავში

რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და აქციის ორგანიზატორებმა კარავში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს დილით რუსთაველზე მივიდა და სპეციალურად გაშლილ კარავში აქციის ორგანიზატორებს შეხვდა, მათ შორის იყო, მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც.

როგორც ჩვენს სააგენტოს აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას დაპირდა. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იგი პირადად გააკონტროლებს მთავრობას და ყველა შესაბამის უწყებას, რათა დროულად მოხდეს საქმის ობიექტურად გამოძიება და ყველა დამნაშავის საკადრისად დასჯა.

თავის მხრივ, ზაზა სარალიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მხარდაჭერისა და გვერდზე დგომისათვის. მან აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი ერთადერთი ადამიანია მმარტველ გუნდში, რომლისაც ეიმედება.

 

Facebook Comments
x

Check Also

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

მარიამ ახალკაცი ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 41 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმია. საერთო ...