Home » მთავარი » რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საფრანგეთი განამტკიცებს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობას და სამომავლოდ კიდევ უფრო გააფართოებს პარტნიორობის არეალს.

შეხვედრას საფრანგეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცეპოლკოვნიკი დანი პიტი დაესწრო.

 

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...