Home » მთავარი » “რაიმე განსაკუთრებულ რეაქციას ან ცვლილებებს არ მოველი, პირიქით, მეტ დაძაბულობას!”

“რაიმე განსაკუთრებულ რეაქციას ან ცვლილებებს არ მოველი, პირიქით, მეტ დაძაბულობას!”

“სანამ მთელი მსოფლიო, წამყვანი სახელმწიფოები არ გაერთიანდებიან, ახლო აღმოსავლეთს დამშვიდება არ უწერია”,-აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე “რეზონანსთან” საუბრისას.

მისი შეფასებით, ტერორიზმის საფრთხე მთელ მსოფლიოშია და მასთან ბრძოლაში ყველა ცივილიზებული სახელმწიფო ჩართული უნდა იყოს. თუმცა, “ისლამური სახელმწიფო” და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები კონკრეტულ სამიზნეებს ირჩევენ. ირანის ამორჩევაც შემთხვევითი არ არის”.

ამირან სალუქვაძე: ირანი დღეს აქტიურადაა ჩართული სირიის დარეგულირებაში რუსეთთან და თურქეთთან ერთად, არის ასტანას ფორმატის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და საკამოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა რეგიონში. ერთ-ერთი დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს. ამიტომ, მე ვფიქრობ, ისლამური სახელმწიფოს აქტიურობა ირანში გასაკვირი არ უნდა იყოს.

“რეზონანსი”: ერთის მხრივ, პარლამენტი, მეორე, მავზოლეუმი, რა ნიშნით შეიძლება შეერჩიათ ტერაქტის ობიექტები?

ა.ს: ტერაქტების მიზანი იყო მეტი რეზონანსის გამოწვევა და ობიექტებიც შერჩეული იყო ამ ნიშნით. ფაქტიურად ირანის ცენტრში, გულში მიიტანეს იერიში. ეს იგივეა მოსკოვში წითელ მოედანზე რომ ტერაქტი განხორციელდეს.. აღსანიშნავია, რომ ირანის სპეცსამსახურებმა შესძლეს მოკლე ვადებში მორიგი ტერაქტის აღკვეთა.

“რ”: აღნიშნული ფაქტი ნიშნავს თუ არა იმას, რომ მსოფლიოს არცერთი სახელმწიფო, განურჩევლად რელიგიისა და პოლიტიკისა, არ არის დაცული ტერორიზმისგან?

ა.ს: რა თქმა უნდა, ტერორიზმის საფრთხე მთელ მსოფლიოშია და ყველა ცივილიზებული სახელმწიფო ჩართული უნდა იყოს ტერორიზმთან ბრძოლაში. თუმცა, “ისლამური სახელმწიფო” და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები კონკრეტულ სამიზნეებს ირჩევენ. ირანის ამორჩევაც არაა შემთხვევითი.

“რ”: რა რეაგირებას ელოდებით საერთაშორისო საზოგადოებისგან და ზოგადად, რამდენად ეფექტურია ის მიდგომები, რასაც დასავლეთი ტერორისტების წინააღმდეგ იყენებს?

ა.ს: ჩვეულებრივი რეაქცია იქნება, ზოგი დაგმობს, ზოგიც კიდევ არ შეიმნევს. ადრეც ვწერდით “რეზონანსის” ფურცლებზე, რომ კონკრეტულად ახლო აღმოსავლეთს, მანამ, სანამ მთელი მსოფლიო, წამყვანი სახელმწიფოები არ გაერთიანდებიან, დამშვიდება არ უწერია. მათი შეთანხმებაც შეუძლებლად მიმაჩნია იმდენად განსხვავებული ინტერესები გააჩნიათ რეგიონში წამყვან მოთამაშეებს: ამერიკას, რუსეთს, ჩინეთს, ირანს, თურქეთს, საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, ყატარს, ევროპის სახელმწიფოებს. ყატარის დიპლომატიური კრიზისი ამ მოსაზრების კიდევ ერთი მამტკიცებელია. ამიტომ, რაიმე განსაკუთრებულ რეაქციას ან ცვლილებებს არ მოველი, პირიქით, მეტ დაძაბულობას.

წყარო: “რეზონანსი”

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...