Home » მთავარი » რაიონებში ხელისუფლების პასიურობაა, სოფლებში კი სრულ პარპაშს არიან მიცემულნი გამგებლები

რაიონებში ხელისუფლების პასიურობაა, სოფლებში კი სრულ პარპაშს არიან მიცემულნი გამგებლები

   ხაშურში მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს რაიონის მთავრობის მიმართ. ხაშურელებმა რამდენიმე დღის წინ აქციაც გამართეს და ბიძინა ივანიშვილს მიმართეს, რომ დაინტერესდეს რაიონში არსებული პრობლემებით და მაღალჩინოსნების უმოქმედობას წერტილი დაუსვას. (იხ. მასალა http://www.geomediatv.ge/2016/06/14/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%90/

    რა ხდება ხაშურში და რატომ გამოხატავს მოსახლეობა უკმაყოფილებას? ამ თემაზე ჩვენ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს, უფლებადამცველ ალექსანდრე ახალკაცს გავესაუბრეთ, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე კარგად არის ჩახედული რაიონში არსებულ პრობლემებში.

-„ხაშურში მძიმე სოციალურ ეკონომიკურ ფონზე ყველაზე მეტად შესამჩნევია ხელისუფლების წარმომადგენლების პასიურობა და მათ მიერ იმ დაპირებების უგულვებელყოფა, რომელიც უხვად გასცეს წინა საარჩევნოდ.

ხაშურის მუნიციპალიტეტი სრულ უსაქმურობაში ატარებს დროს და ისინი იმასაც ვერ ახერხებენ, რომ საქართველოს შემოუნახონ ის ისტორიული ძეგლები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისათვის და ამის მთვარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების უმრავლესობა წარმოადგენს არა საჯარო პირებს, არამედ პარტიული ინტერესების გამტარებელ მოქალქეებს.

ზოგადად ეს ტენდენცია შეგვიძლია მთელი საქართველოს მაშტაბით განვავრცოთ, ასეთი სიტუაციაა მთელ საქართველოში!  ამ ფონზე ხელისუფლების იმედი, რომ ისევ უმრავლესობით მოვლენ, არარეალურია და  8 ოქტომბერს ნახავენ, რომ მათი ოცნება ფუჭი იყო.

არჩევნებზე ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას გამოუტანს განაჩენს და ქართული ოცნება გახდება მაგალითის მიმცემი.,თუ როგორ მიდის ხელისუფლება და სახელისუფლებო პარტია პირველი ვადის გასვლის შემდეგ დემოკრატიული არჩევნების შედეგად.

-კონკრეტულად ხაშურის მუნიციპალიტეტს რომ დავუბრუნდეთ.

-დიახ, აქაც თავი და თავი ქართული ოცნებაა. ოცნებამ შეძლო ის, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ატარებს, საუბარი მაქვს კონკრეტული პირების დაინტერესებაზე, რომ გაატარონ საკუთარი ინტერესები ეკონომიკური სტაბილურობისთვის.

როგორც აღვნიშნე, სრულიად  უყურადღრებოდ მიაგდეს ხალხი, საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას რაიონში არსებულ პრობლემებს.

-თქვენ წეღან ახსენეთ ხაშურის რაიონში მდებარე ისტორიული ძეგლები.

–  მხედველობაში მაქვს დიმიტრი ყიფიანისა და თავად რევაზიშვილების სასახლეები. კულტურის სამინისტროს განცხადებით, ეს ორივე ძეგლი რაიონის თვითმმართველობის ბიუჯეტზეა და კეთილი ნების და საკუთარი მოვალეობის პირნათლად შესრულების შემთხვევაში, ამ შენობების რეაბილიტაცია სრულიად შესაძლებელია, მაგრამ სად სცალიათ რაიონის თავკაცებს ამისთვის! თუმცა არც ის არის უცხო, რომ კულტურის სამინისტრო და მუნიციპალიტეტები ხშირად სამუშაოების შეუსრულებლობას ერთმანეთს აბრალებენ და ხდება ის, რომ „ორ ძიძას შორის ბავშვი იჭყლიტება“!

ხაშურიოს საკრებულომ კიდევ ერთი ცუდი დაკვეთა შეასრულა, როცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოგი ცხადიაშვილი რეალურად მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა თამდებობიდან, რომ ირაკლლი ალასანია ოპოზიციაში გადავიდა.

-სოფლის გამგებლებზეც ხშირად ისმის უკმაყოფილება მოსახლეობის მხრიდან.

-რა გასაკვირია? სოფლებში სრულ პარპაშს არიან მიცემულნი გამგებლები და ეს დადასტურდა  როცა დაიჭირეს ერთ-ერთი სოფლის გამგებელი ახლახანს .

კარგი იქნებოდა გადაემოწმებინათ ყველა სოფლის გამგეობის ქმედებები,  მე მაქვს ინფორმაცია სოფლების გამგებლების დანაშაულებების  შესახებ და მალე გავასაჯაროვებ!

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მადლობას ვუხდით საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება

“მთავარია საქმე გავაკეთოთ – რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ...