Home » მთავარი » რას ვჭამთ – 83 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, 28-ს საქმიანობა შეუჩერდა

რას ვჭამთ – 83 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, 28-ს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის 12-18 ივნისის შედეგებს აქვეყნებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას სხვადასხვა პროფილის  ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.  მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 258 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 68 ბიზნესოპერატორი (ინსპექტირების დროს მოწმდება ბიზნესოპერატორის საქმიანობა სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე); ზედამხედველობა განხორციელდა 24 ბიზნესოპერატორთან.

დოკუმენტურად შემოწმდა 232 ობიექტი, მათ შორის 56 ბიზნესოპერატორი თბილისში (დოკუმენტური შემოწმებაითვალისწინებს ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას).

შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო  83 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 28 ბიზნესოპერატორს.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისმომხმარებელთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშის აღება. კონტროლის ფარგლებში მოწმდება მარკეტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის  მწარმოებლები,სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების ობიექტები.

 

Facebook Comments
x

Check Also

დავით ღვინიანიძის საქველმოქმედო ფონდი გზას უკვალავს ტალანტებს

ნიუი ორკში გუშინ დიდი საერთაშორისო კონკურსი დასრულდა . 150 მე მეტი მონაწილე ბოსტონიდან , ფილადელფიიდან ...