Home » მთავარი » რატომ არ ესწრება უკრაინის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

რატომ არ ესწრება უკრაინის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

როგორც რადაში განაცხადეს, ამ ფორმით უკრაინა რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნებას აპროტესტებს.

უკრაინის დელეგაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ „ფეისბუქში“  მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრმა, ბოგდან იარომენკომ დაწერა.

„უკრაინას არ აქვს რეაგირების სხვა საშუალება, რითაც პასუხს გასცემს ევროსაბჭოს მიერ საკუთარი პრინციპების დარღვევას და უკრაინის ინტერესების იგნორირების ღია ფაქტებს“, – წერს იარომენკო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის ორგანიზაციაში სრულუფლებიან წევრად დაბრუნების მიზნით რეზოლუცია 24 ივნისს მიიღო. ამის გამო, რამდენიმე ქვეყანამ პროტესტი გამოთქვა, მათ შორის იყო საქართველო და უკრაინა.

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართული ოცნების წევრი ფეისბუქზე ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს აგინებს

მარიამ ახალკაცი თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს ...