Home » მთავარი » რატომ არ რთავენ სამარშუტო ტაქსებში კონდიციონერს?

რატომ არ რთავენ სამარშუტო ტაქსებში კონდიციონერს?

შალვა ოგბაიძე

საკრებულოს დეპუტატი

-„დღეს ბევრმა დამირეკა სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერების ჩაურთველობის საკითხზე.
მოდი ამ კუთხით შევხედოთ ამ პრობლემას:
რა უნდა კონდიციონერი ჩართვას? ერთი ხელის გაწვდენა და ღილაკზე ხელის დაჭერა.
ეს არის პრობლემა?
ალბათ ხვდებით რომ-არა.
კონდიციონერების ჩაურთველობა შედეგია, და არა მიზეზი.
რის შედეგი?
მოგახსენებთ.
ეს არის შედეგი წინა ხელისუფლების პერიოდში აშკარა კორუფციის ნიშნების შემცველი ესკლუზივის გადაცემისა ე.წ. ,,ყვითელი მიკროავტობუსების” მფლობელებთან.
შედეგად მივიღეთ მძღოლებთან გაფორმებული კაბალური ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც მძღოლებს სოლიდური ყოველდღიური ,,დღის შენატანი” დაუწესდათ.
ამიტომ, მძღოლი ფეხზე აყენებს მგზავრებს, არ რთავს კონდიციონერს საწვავის(თანხის) ეკონომიის მიზნით და შედეგიც სახეზეა. ამას დაემატა ყვითელი მიკროავტობუსების გარკვეული ნაწილიდან ,,ფორდის” დიზელის ძრავების ამოღება და მასში მეორადი ,,მერსედესის”(!) ბენზინზე მომუშავე(!) ძრავების ჩაყენება და შემდეგ მათი გაზზე(გადაყვანა) ყოველგვარი უსაფრთხოების პროცედურების გარეშე.
უკმაყოფილოა მძღოლი, უკმაყოფილოა მგზავრი.
მაშ ვინ არის კმაყოფილი?
მხოლოდ და მხოლოდ მფლობელი კომპანია”.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...