Home » მთავარი » რატომ ახლა? ვინ და რამ აიძულა ოქრუაშვილი ალაპარაკებულიყო? (ვიდეო)

რატომ ახლა? ვინ და რამ აიძულა ოქრუაშვილი ალაპარაკებულიყო? (ვიდეო)

             ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

„მე კიდევ დიდხანს არ ვაპირებდი ამ დოკუმენტის გასაჯაროებას და ამ თემაზე ლაპარაკს, ვიდრე სასამართლო არ დამთავრდებოდა. მაგრამ იძულებული გამხადეს. იძულებული გამხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელიც სამი წლის განმავლობაში ყველა გზაზე მებრძვის.

რომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები რა შუაშია კახა კალაძე, პატარა პრეისტორიას მოვყვები: საერთოდ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნება, მინდოდა ბიზნესში, ენერგეტიკაში რაღაც პროექტის დაწყება, ქარის ტურბინების დამონტაჟება გორში, შესაბამისი წინადადებით მივმართე მას და მივიღე სრული იგნორირება. ის ხელმძღვანელობდა უშუალოდ ჩემი საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების პროცესს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ის ხელმძღვანელობდა ამას როგორც ცსკ-ში, ასევე სასამართლოებში, ის ხელმძღვანელობდა არჩევნებს გორში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მე გამარჯვებას მივაღწიე, ეს გამარჯვება მომპარეს და წამაგებინეს. ის ხელმძღვანელობდა საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ჩემი თანაგუნდელის ილია მეტრეველის გადაყენების პროცესს. წინასწარ იცოდა და იყო ჩემი გზავნილი ამის შესახებ, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, მე ამ ნაბიჯს გადავდგამდი”, – განაცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...