Home » ბლოგი » “რატომ გვატყუებს ჩვენ და ტურისტებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო?”

“რატომ გვატყუებს ჩვენ და ტურისტებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო?”

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის  ვიცე-პოლკოვნიკი

ვინ იცნობთ პოლიტიკურ მოღვაწეს სანდრო მირიანაშვილს და კომპოზიტორ ვანო სარაჯიშვილს?
ანუ ვის ატყუებს ტურიზმის ეროვნული სააგენტო?

მე მიხეილ მუმლაძემ 2017 წლის 5 მაისამდე ვიცოდი, რომ საქართვწლოს მე-20 საუკუნეში გვყავდა შესანიშნავი ოპერის მომღერალი ვანო სარაჯიშვილი და კომპოზიტორი სანდრო მირიანაშვილი.

ოპერის შესანიშნავ მომღერალ ვანო სარაჯიშვილზე მრავალი წიგნია დაწერილი და მისი სახელობისაა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა დღესაც ევროპაში.

მომღერალ ვანო სარაჯიშვილის ძეგლი დგას საქართველოს ცენტრში, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სკვერში.
რაც შეეხება კომპოზიტორ სანდრო მირიანაშვილს იგი ითვლება ერთ-ერთ კარგ კომპოზიტორად და მრავალი წლის მანძილზე მის მიერ შექმნილი სიმღერები ძალზე პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელიც არის საქართველოს მთავრობის ეკონომიკის სამინისტროში 2014 წელს გამოსცა „სიღნაღის ტურისტული რუკა“. ამ რუკაზე არის ქალაქ სიღნაღის შესახებ სხვადასხვა მასალები დატანილი, მაგრამ ძალზე დამაფიქრებელია ასეთი სისულელის დაწერაც.

აქ წერია, რომ:

„უამრავი გამოჩენილი ქართველი, რომელთა ცხოვრებამ და შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია ქვეყნის ისტორიაზე და კულტურაზე სიღნარის მკვიდრი იყვნენ. მათ შორის კომპოზიტორი ვანო სარაჯიშვილი და პოლიტიკური მოღვაწე სანდრო მირიანაშვილი.

შეიძლება უდიდეს და ბრწყინვალე მომღერალს ვანო სარაჯიშვილს რაღაც მუსიკალური ქმნილებები ჰქონდა შექმნილი და არ ამხელდა და არ აქვეყნებდა, შეიძლება კომპოზიტორ სანდრო მირიანაშვილს პარტიული მუშაობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ვერ მოასწრო ვერც რაიკომის მდივნად, ვერც ცეკას მდივნად გახდომა, მაშინ კომუნისტების ეპოქაში ვერ მოახერხებდა ახალი პარტიის შექმნას და შალვა ნათელაშვილობას. საინტერესოა საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ რატომ ჩამოართვა კომპოზიტორობა და რატომ დაუწერეს „პოლიტიკური მოღვაწეობა“?

სიღნაღის რაიონის სოფელ მირზაანში დაბადებულ მსოფლიოში აღიარებულ თვითნაბად ტალანტს მხატვარ ნიკო ფიროსმანს რატომ დაუწერეს მხატვარი? ნიკო ფიროსმანი ცოტა ხანს მცირე ბიზნესშიც ხომ იყო ჩაბმული?
ჩვენს ქვეყანაში ვინმე რამეზე აგებს პასუხს? ვინმე რამეს აკონტროლებს?

თქვენც იცნობთ კომპოზიტორ ვანო სარაჯიშვილს და პოლიტიკურ მოღვაწე სანდრო მირიანაშვილს?

რატომ გვატყუებს ჩვენ და ტურისტებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო?

Facebook Comments
x

Check Also

18 პატრია რეგისტრაციის მოლოდინშია

ამ ეტაპზე ცესკოში არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი 68 პარტიას აქვს წარდგენილი. 9 პარტიას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ...