Home » მთავარი » რატომ დაერქვა „ბახმარო“-ულამაზესი ბუნება და სამკურნალო ჰაერი

რატომ დაერქვა „ბახმარო“-ულამაზესი ბუნება და სამკურნალო ჰაერი

   მარიამ საჯაია

მარო თურქებმა მოიტაცეს და უკან ადევნებულ მდევარს ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახმარო“-სწორედ ამ ლეგენდის თანახმად დაერქვა ბახმაროს ეს სახელი,  ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით.

როგორც სხვადასხვა წყაროდან ირკვევა ბახმაროს ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად ამ მხარეში ზაფხულის საძოვრებზე ამოსულ მწყემსებს აღმოუჩენიათ XIX საუკუნის 80-იან წლებში, როცა ჭლექით დაავადებული ერთ-ერთი მათგანი აქაურ ჰავას სრულიად გამოუჯანმრთელებია. კურორტი ზღვის დონიდან 2050 მ-ზე მდებარეობს. აქ ყველაზე ახლოდან შეიძლება მზის დანახვა. მთის კურორტების მოყვარულთათვის ბახმარო უნიკალური ადგილია.  ულამაზესი ბუნება და ჰაერი ბახმაროს შეუდარებელს ხდის.

14001947_1830981380454488_1711828571_o 14012560_1830981377121155_661308545_o

ბახმაროში ყოველწლიურად ფერიცვალობის დღესასწაულზე დოღი იმართება, ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. მასში საქართველოს სხვა და სხვა რეგიონიდან: სამეგრელოდან, აჭარიდან და გურიის სხვა რაიონებიდან ჩასული ათეულობით მხედარი მონაწილეობს. სხვათაშორის თუ ცხენს იშოვნით, თქვენც არავინ გეტყვით უარს დოღში მონაწილეობაზე. ნამდვილად უნდა სცადოთ.

14037376_1830981387121154_1874747160_o 14045283_1830981400454486_94814800_o

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“გავაგონოთ ივანიშვილს და მის პრეზიდენტს ხალხის პროტესტი!..”-აქცია ათონელზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, რეზიდენციასთან აქცია ...