Home » მთავარი » რატომ ჩანაცვლდა ჯარში ქართული ხორცი უკრაინულით – იზორიას განმარტება

რატომ ჩანაცვლდა ჯარში ქართული ხორცი უკრაინულით – იზორიას განმარტება

ლევან იზორია ჯარის ქართული ხორცის უკრაინულით ჩანაცვლების შესახებ მედიაში გავრცელებულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მისი თქმით, მომწოდებელმა ეს გადაწყვეტილება ბაზარზე ქართული ხორცის დეფიციტით ახსნა.

ლევან იზორიას თქმით, მომწოდებელმა, რომელიც თავდაცვის უწყებას ხორცით ამარაგებს, სამინისტროს შეატყობინა, რომ ბაზარზე ქართული პროდუქციის დეფიციტია.

”მიმწოდებელმა, რომელიც ამარაგებს ხორცით თავდაცვის უწყებას, წერილობით მიმართა სამინისტროს, რომ ბაზარზე ქართული პროდუქციის დეფიციტია და ვხედავთ დიდ რისკებს ქართული ჯარის უწყვეტად მომარაგების თვალსაზრისით. ეს არამხოლოდ მომარაგების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების თემაა. სწორედ ამ რისკის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება“, -ამბობს იზორია.

არსებული ინფორმაციით, უკრაინულ კომპანიასთან 1,64-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ჯარი უკრაინული ხორცით მარაგდება.

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...