Home » მთავარი » „რაც არ გკლავს-გაძლიერებს, ვაგრძელებთ ბრძოლას!“

„რაც არ გკლავს-გაძლიერებს, ვაგრძელებთ ბრძოლას!“

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს მადლობას გადაუხადა და განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობა” აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას. ბაქრაძის განცხადებით, პარტია მოსახლეობას უახლოეს მომავალში შესთავაზებს კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს.

“ზეწოლის ადმინისტრაციული და ქუჩის რესურსის გამოყენების შედეგად შეიქმნა ვითარება როდესაც ქვეყანაში შეიქმნა ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა. ეს არის რეალობა რომელიც შეიქმნა და რომლის სამწუხარო შედეგებსაც იგრძნობს საზოგადოება მომდევნო წლებში. სწორედ ამასთან საბრძოლველად მივიღეთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებში. ველოდებოდით ძალადობასაც და გაყალბებასაც, მაგრამ ამ ბრძოლაში შევედით იმიტომ, რომ არ გვეჩუქნა 45 ადგილი ქართული ოცნებისთვის. ჩვენ ბოლომდე ვიდექით ბრძოლაში, ვეცადეთ რომ არ ყოფილიყო ქვეყანა ერთ ადამიანზე მორგებული.

ის ფაქტი რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ იმ 500 000 ხმასთან ერთად გვიქმნის კარგ საფუძველს მომავალი ბრძოლისთვის. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს რომლებმაც დაგვიჭირეს მხარი, ეს მათი მხრიდან გმირობაა.

ჩვენი ბრძოლა გრძელდება, გვჭირდება სიმშვიდე, ერთიანობა. უახლოეს პერიოდში იხილავთ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს. რაც არ გვკლავს გაძლიერებს, ამ შედეგებმა ჩვენ არ მოგვკვლა ამიტომ დროა მომავალი წარმატებების.

დღეს ჩვენ ერთადერთი ალტერნატიული ძალა გავხდით და ჩვენი ამოცანაა გავძლიერდეთ და ღირსეულად ვატაროთ ეს ტვირთი,”- განაცხადა  ბაქრაძემ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...