You are here
“რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს მოლოდინების საკითხია…” ეკონომიკა მთავარი 

“რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს მოლოდინების საკითხია…”

 ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით საუბრობს და მოუწოდებს საზოგადოებას “ნუ აჰყვებიან პოლიტიკოსების მხრიდან წამოსულ სპეკულაციებს ლარის კურსთთან დაკავშირებით ”

=რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ ლარის კურსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინების საკითხია. მოლოდინი იმის მიმართ, რომ მოსახლეობის გარკვეულ ფენაში არსებობს სტერეოტიპული მოლოდინი, რომ ვინაიდან აგვისტო არის ეკონომიკურად აქტიური თვე და ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის საქართველოში და მაღალია შემოსავლები, ასეთი მოლოდინი არსებობს, რომ ამ თვეში უნდა იყოს ყველაზე დაბალი კურსი. არის ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც აგვისტოს შემდეგ ხალხის გარკვეული კატეგორია ეკონომიკურად გაუმართლებელ, არასწორი დასკვნებით კონვერტირებას ახორციელებს, რაც შემდეგ შესაძლებელია ასეთი პოლიტიკური სპეკულაციებით აჟიოტაჟში გადაიზარდოს და მოსახლეობა დაზარალდეს. საუბარია ისეთ პოლიტიკურ სპეკულაციებზე, როგორიც დღეს და წინა დღეებში გვესმოდა. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ სპეკულაციებს, განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მხრიდან წამოსულ სპეკულაციებს ლარის კურსთთან დაკავშირებით ნუ აჰყვებიან”, – განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

Comments

comments

Related posts