Home » მთავარი » “რაც შეეხება პარლამენტს, გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება…”

“რაც შეეხება პარლამენტს, გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება…”

ირაკლი კობახიძის განმარტებით, კონსტიტუციაში ქორწინების დაზუსტება ჰომოფობიური განწყობების პრევენციაა.

“დაზუსტების მთავარი ამოცანაა, გასაქანი არ მიეცეს სპეკულაციებს, რომელთა საფუძველზეც ღვივდება ჰომოფობიური განწყობები”, – ამბობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე.

მისი თქმით, არის ბევრი სხვა დაზუსტებაც, მაგალითად, მოქალაქეობასთან დაკავშირებული, ორიენტირებული უცხოეთში მცხოვრებთა ინტერესების დაცვაზე.

“რაც შეეხება პარლამენტს, გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება, შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ. მმართველი ძალა უარს ამბობს კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებაზე. საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციის უფლებად იქცევა”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დასკვნით სხდომას მართავს და ცვლილებების პროექტს, სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს კენჭს უყრის.

პროექტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვა.

ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.

საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...