You are here
რა გადახდა ჯარში მყოფ გურამ ფირცხალავას ერთ-ერთი ხუტორის კერძო წისქვილში ეს საინტერესოა კულტურა მთავარი ყველა სიახლე 

რა გადახდა ჯარში მყოფ გურამ ფირცხალავას ერთ-ერთი ხუტორის კერძო წისქვილში

ცნობილი ქართველი მსახიობი გურამ ფირცხალავა სიცოცხლეში ასეთ ისტორიას ყვებოდა:

“ჯარში სამსახური დასავლეთ უკრაინაში მომიწია. ხუტორი იყო ერთი, კალინინკა და ჩვენი “პეხოტნი პოლკი” იქ ვიდექით. ერთ დღეს მე და ჩემი მეგობარი, რუსი პეტრე კუზმინი ნაწილიდან “ვილისით” მეორე ხუტორში გაგვგზავნეს, თან ნახევარი ტონა მარცვალი გაგვატანეს დასაფქვავად, რადგან მთელ იმ მიდამოში მხოლოდ ერთი წყლის წისქვილი იყო, რომელიც “მიკიტა ამბალს” (ამბალი მოსული ტანის კაცი) ეკუთვნოდა.

რომ მივედით, მასპინძელმა გვითხრა: ბევრი საფქვავი გვაქვს, ღამით დაცდა მოგიწევთ და დილით წაიღეთო. მე და პეტრემ ტომრები ჩამოვცალეთ და მაგიდას მივუსხედით, რომელიც მასპინძლის მეუღლემ გაგვიშალა. სუფრაზე არაყიც იყო და სმას შევყევით. პეტრე მალევე დათვრა და “ვილისში” სკამზე მიიძინა. მე და მიკიტამ კი სმა გავაგრძელეთ. ამასობაში ხუტორში ახალგაზრდა ქალი მოვიდა და მანაც საფქვავი მოიტანა. მიკიტამ მასაც ასე უთხრა: ღამით აქ დარჩი, ჩემს სახლში გაათენე და დილით ფქვილი წაიღეო. ცოლს კი გასძახა: ნიურა, ჩვენს სტუმარ ქალს აივანზე გაუშალე ლოგინიო. ქალები რომ წავიდნენ, შექეიფიანებულმა მიკიტამ მითხრა:

– ამაღამ ამ ქალს გავაფორმებ და ხმასაც არ ამოიღებს. ცოლს სწორედ ამიტომ ვუთხარი, რომ მისთვის საწოლი აივანზე გაეშალაო.

სმას რომ მოვრჩით. რადგან შუქი არ იყო, მასმპინძელმა ჭრაქი აიღო და ორსართულიანი სახლისკენ გასწია. მე კი “ვილისში” პეტრეს მივუწექი გვერდით. ორიოდე საათი რომ გავიდა, მასპინძელმა გამაღვიძა და მეუბნება:

– ადე, ჭაბუკო. არ გინდა, სტუმარ ქალთან დაწვე. იცი, რა კარგიაო?
აბა, ასეთ წინადადებაზე უარს როგორ ვიტყოდი და გულის ფანცქალით ავედი. მიკიტამ კი დამმოძღვრა:

– ჩუმად ადი. ქალს ფეხაკრეფით მიუახლოვდი და უთხარი, არ იყვირო, ისევ მე ვარ-თქო…
ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც მასპინძელმა მითხრა.
დილით კი ცოლ-ქმარს გამოვემშვიდობეთ. დაფქვილი ხორბალი მანქანაში ჩავტვირთეთ, ქალიც ჩავსვით თავის ტომრიანად და წისქვილიდან წამოვედით. ჩვენი მეგზური ენაწყლიანი ქალი აღმოჩნდა და საუბარი გაგვიბა… რა კეთილი ქალი იყო დიასახლისი, თვითონ აივანზე დაწვა, მე კი თავის საძინებელში დამაწვინაო… ამ სიტყვების გაგონებაზე გავშრი. ასე გამოვიდა, რომ “ამბალი” ჯერ თვითონ დაწვა თავის ცოლთან, მერე კი მეც მასთან დამაწვინა”.

 

წყარო: თბილისელები

Comments

comments

Related posts