Home » F-vews » რა დაუშავა შოთა რუსთაველმა საქართველოს მთავრობას?

რა დაუშავა შოთა რუსთაველმა საქართველოს მთავრობას?

მიხეილ მუმლაძე
„ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი, პოლიციისა და იუსტიციის  ვიცე-პოლკოვნიკი

ანუ „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“!

2009-2010 წლებიდან საქართველოს ხელმძღვანელობის პირველ პირებთან დავაყენე საკითხი თავისუფლების მოედანთან ახლოს ლეონიძის ქუჩაზე არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა ადგილზე გადატანისა და ამ ისტორიულ და ძალზე ლამაზ შენობაში შოთა რუსთაველის მუზეუმის გახსნის თაობაზე. თან ასევე ვწერდი, რომ 2016 წელს შოთა რუსთაველს უსრულდება დაბადებიდან 850 წლისთავი და იუბილის მომწყობი სამთავრობი კომისია ალბათ უკვე 2013 ან 2014 წლიდან დამტკიცდება და მრავალი ეროვნული ღონისძიება განხორციელდება ამასთან დაკავშირებით-თქო.

2011 წელს განცხადება გავაგზავნე სააკაშვილის სახელზე, ხოლო 2013 წელს განცხადებები შევიტანე ახალი პრემიერ-მინისტრების სახელზე. 2013 წლის აპრილში და სექტემბერში კულტურის მინისტრის პირველი მოადგილისაგან, ვინმე მარინა მიზანდარისაგან მივიღე წერილები სადაც მწერდა, რომ „თბილისში შოთა რუსთაველის მუზეუმის გახსნის იდეა მისასალმებელია, მაგრამ ამ საკითხის ამ ეტაპზე გადაწყვეტა დაკავშირებულია მთელ რიგ პრობლემებთან. კერძოდ არ არსებობს მუზეუმის გახსნისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სამუზეუმო მასალა და ფინანსური რესურსი.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება საკითხის შესწავლა და განხილვა მოხდეს ეტაპობრივად, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, რომელთა დასკვნა მოგვცემს საშუალებას მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომი ქმედებისათვის“.

დაეძახა ჩემთვის ამ უსაქმურ და უცოდინარ კულტურის მინისტრის პირევლ მოადგილეს მიზანდარს და 2 დღეში შევუდგენდი მთელი მუშობის სრულყოფილ გეგმას საკითხის გადასაწყვეტად, თან რამდენიმე ვარიანტს.
ეს მიზანდარი კულტურის მინისტრის პირველი მოადგილეებიდან მალე მოიშორეს და სულ მალე მასზე უფრო შორს მდგომი, კულტურის მინისტრის ფუნქციების საერთოდ არ მცოდნე მინისტრიც ცოტა ხნით თბილისის ვიცე-მერად „დააქვეითეს“ /ცოტა ხანში იქიდანაც მოიშორეს/.

ამ დროს დადგა 2015 წელი, 2016 წელს კი შოთა რუსთაველს 850 წლისთავი უსრულდება. თავიდან ვფიქრობდი, რომ შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით ალბათ 2014, 2015 და 2016 წლებში მრავალი ღონისძიებები გაკეთდება:
__ კონკურსები,
__ ფესტივალები,
__ გამოფენები,
__ ქალაქების, სოფლების, მხარეების, ტრასების გააქტიურებული კეთილმოწყობა; რომელი გუბერნია, ქალაქი, რაიონი, სოფელი უფრო კეთილმოწყობილი გალამაზებული შეხვდება ამ დიდ იუბილეს?
__ შეიქმნება ახალი ფილმები, ნაწარმოებები, ხელოვნების ნიმუშები და ა.შ.
კვლავ უკვე მერამდენედ შევედი ამ საკითხზე მთავრობის კანცელარიაში და აი 2015 წლის 8 ივლისს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილისაგან მანანა გივის ასულ ბერიკაშვილისგან მომდის ასეთი წერილი:

„საქართველოს კულტურის სამინისტრომ განიხილა თქვენი წერილი, რომლის პასუხად გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით /დაბადებიდან 850 წელი/, სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით გეგმავს რიგი ღონისძიებების განხორციელებას.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დამატებით გაცნობებთ ღონისძიების დაზუსტების შემდეგ“.
დღეს უკვე 2016 წლის დეკემბერი გვიახლოვდება. შოთა რუსთაველის 850 წლისთავის ღონისძიებები 1-2 წლის მანძილზე მრავალი უნდა ჩატარებულიყო და ძალზე ბევრი სხვადასხვა ღონისძიება არჩევნების პერიოდში უნდა გამოეყენებინათ:

მთავრობას „ოცნებას“ უნდა ეთქვა ხალხისთვის პარლამენტის არჩევნები კი ტარდება, მაგრამ რა ვქნათ შოთა რუსთაველის იუბილეს ვერ გადავდებთ და მრავალი ღონისძიება ჩაეტარებინათ. მაგრამ ალბათ თუ ხმებს დავუჯერებთ ეტყობა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მისმა მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა არნახული ფარული მუშაობა ჩაატარეს და შოთა რუსთაველის დაბადების ზუსტი თარიღები დაადგინეს და ცოტა ხანში მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს გააგებინებენ ამ მოვლენას!

ასე რომ თუ უკვე გიორგაძემ და ბერიკაშვილმა იციან რომ შოთა რუსთაველის 850 წელი 2016 წელს არა 2023 წელს სრულდება მაშინ მანამდე დიდი დრო ყოფილა და რა საჭიროა ასე ადრიანად მზადების დაწყება? ასე რომ არ იყოს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ტყუილს ხომ არ მეტყოდა, 2015 წლის ივლისში რომ მწერდა ქვეყნის მასშტაბით მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარებას ვგეგმავთ და რომ დაზუსტდება გაცნობებთო. მაგრამ მთლად მასეც არ ყოფილა საქმე!

მე სხვა ინფორმაციაც გავიგე. 21-ე საუკუნეში საქართველოში ვიღაც ახალი კომბლე გამოჩენილა რომელსაც უთქვამს – შოთა რუსთაველმა დიდი შეცდომა დაუშვა როცა თქვა:
„რასაცა გასცემ შენია,
რაც არა დაკარგულია“-ო
ესე იგი კომბლემ ასე ახსნა: თუ ვინმეს რაიმე მიეცი ის შენი საიდანღა არისო, ხოლო თუ არავისთვის არაფერი არ მიგიცია ის ხომ ისედაც დაკარგულიაო.
კომბლეები მოგვიმრავლდნენ?

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...