Home » მთავარი » რა მდგომარეობაა მსოფლიოს ქვეყნებში “კოვიდ 19”-თან დაკავშირებით

რა მდგომარეობაა მსოფლიოს ქვეყნებში “კოვიდ 19”-თან დაკავშირებით

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში “კოვიდ 19”-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 477 პაციენტით გაიზარდა და ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სულ  7647 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსმა იმსხვერპლა 193 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 601 პაციენტია.
ისრაელში ბოლო 24 საათში 79 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და სულ 14 882 დაინფიცირებულია ქვეყანაში, აქედან 139 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. კორონაინფექციით გარდაცვლილი 193 პირია, 5685 კი გამოჯანმრთელდა.
ლიტვაში 12 დაინფიცირებულით გაიზარდა დადასტურებულთა შემთხვევა და სულ 1041 დაინფიცირებულია ქვეყანაში. აქედან 430 უკვე გამოჯანმრთელდა, 40 – გარდაიცვალა.
ქვეყანაში 11 მაისამდე კარანტინია გამოცხადებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, “კოვიდ 19”   მსოფლიო მასშტაბით 2,7 მილიონ მოქალაქეს დაუდასტურდა, 190 788  დაინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ყველაზე მეტი სიკვდილიანობა – 49 769 აშშ-ში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე იტალიაა, სადაც 25 549 ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს, მესამეზე – ესპანეთი, ამ ქვეყანაში 22,157 დაიღუპა ამ ვირუსით, საფრანგეთში – 21,856, დიდ ბრიტანეთში – 18,738.
Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...