Home » მთავარი » რა შემთხვევაში და რამდენი ქულა დააკლდება 100 ქულიან სისტემას…

რა შემთხვევაში და რამდენი ქულა დააკლდება 100 ქულიან სისტემას…

1 ივლისიდან ყველა მძღოლს 100 ქულა დაერიცხება. კონკრეტულ დარღვევაზე კონკრეტული ქულა ჩამოიჭრება. თუ ერთი წლის განმავლობაში მძღოლს ამოეწურება ქულები, ამ შემთხვევაში მას თავიდან მოუწევს მართვის მოწმობის აღება.

თუ მძღოლი საკუთარ სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადასცემს, წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს, მას მოაკლდება – 30 ქულა. თუ შემთხვევა 1 წლის განმავლობაში გამეორდა – 40 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების გადაცემა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის –ასევე – 40 ქულა.

თუ მძღოლს ან მის გვერდით მჯდომი მგზავრს უსაფრთხოების ღვედი არ ეკვეთება ჯარიმა -5 ქულაა.

კიდევ ერთი ხშირი დარღვევა, მობილურ ტელეფონზე საუბრისთვის მძღოლს -15 ქულა მოაკლდება.

თუ სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი აჭარბებს დადგენილ ნორმას –მძღოლს 10 ქულით დააჯარიმებენ.

ასევე 10 ქულა მოგაკლდებათ თუ თვითნებურად გადაკეთებულ სატრანსპორტო საშუალებას მართავთ.

ავტომობილის დამუქებული მინები თუ დადგენილ წესს არღვევს – ჯარიმა 5 ქულაა. ერთი წლის განმავლობაში ამავე სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა – 10, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა უკვე 15 ქულა იქნება.

ავარიისთვის რომელსაც მოყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მძღოლს 20 ქულა მოაკლდება.

თუ მძღოლი არ დაემორჩილება იმ პოლიციელის მოთხოვნის რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ის 20 ქულით დაჯარიმდება; თუ ამ დარღვევას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება უკვე – 35 ქულა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გადაჭარბებული სიჩქარეა, თუ დადგენილს 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადააჭარბებთ – 10 ქულა.

ქვეითად მოსიარულესთვის გზის არ დათმობა – 5 ქულა; აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა – 10 ქულა.

თუ ქვეითად მოსიარულესთვის გზის არ დათმობას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა – 20 ქულა.

უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 10 ქულა, აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – 20 ქულა.

ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა კი -30 ქულა.

Facebook Comments
x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...