Home » მთავარი » რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ბაღებში შვილების რეგისტრაციის დროს

რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ბაღებში შვილების რეგისტრაციის დროს

18 ივნისს საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონაცემებით, წელს თბილისის 180 ბაღი 15 0000-მდე აღსაზრდელს მიიღებს. წინა წლებთან შედარებით, ბავშვების რაოდენობა გაზრდილია. აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება.

პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილებიც იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით სარგებლობენ, ასევე, 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შვილები. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 22 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება, სადაც შესაძლებელი იქნება, დარეგისტრირდეს ყველა ის აღსაზრდელი, რომელიც პირველი ეტაპის კატეგორიას არ მიეკუთვნება.

უკვე ხუთი წელია, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა სურს, ზაფხულის დასაწყისი დიდ თავსატეხად იქცა. ბავშვი ბევრია, საბავშვო ბაღი – ცოტა. ამიტომაცაა, რომ ელექტრონული რეგისტრაცია, რომლის მეშვეობითაც ბავშვების დარეგისტრირება ხდება, ამ პროცესის ყველაზე ხმაურიანი ნაწილია. რეგისტრაციას კომპიუტერთან ჩასაფრებული ცდილობს ყველა: ბავშვის დედ-მამა, ბებია-ბაბუა, ნათესავები. წინ რთული გამოცდილება აქვთ – პორტალის გახსნიდან 15 წუთში სასურველ ბაღში ყველა ვაკანსია შეიძლება დაკავებული აღმოჩნდეს, ან უცებ სერვერი გაითიშოს. ზოგი ამას სააგენტოს აბრალებს, ზოგი – მშობელს, რომელიც კომპიუტერულ უნარებში ვერ ერკვევა.

ფაქტი ისაა, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვის მიყვანა იოლი საქმე არ არის. იმის მიუხედავად, რომ ყოველწლიურად თბილისში ახალი ბაღები შენდება, ჯგუფები მაინც გადატვირთულია და არსებულ კონტინგენტს არ ჰყოფნის. საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ახალ სტანდარტზე, რაზეც მთავრობა მუშაობს, სხვა დროს მოგითხრობთ. ახლა მთავარი რეგისტრაციაა – ის, რასაც ყველაზე ხშირად აპროტესტებენ მშობლები, ვისაც არ გაუმართლა და შვილი საბავშვო ბაღს გარეთ დარჩა. გასულ წელს ასეთი ბავშვების რიცხვი 3000 იყო.

 

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...