Home » მთავარი » “რა წყევლაა, მაქსიმუმ სამ თვეში, ყველას “შიფერი უცურავს”?

“რა წყევლაა, მაქსიმუმ სამ თვეში, ყველას “შიფერი უცურავს”?

დავით თევზაძე

-“რა წყევლა ჭირს განათლების მინისტრის სავარძელს ამისთანა,რომ მაქსიმუმ სამ თვეში, ყველას “შიფერი უცურავს”? თუ ჩვენ დაგვწყევლა ვინმემ და ვერ მიმხვდარვართ?”

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიიჩნევს, ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია. ალექსანდრე ჯეჯელავამ ამის შესახებ ”პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში”ისაუბრა. მან ერთ-ერთ მაგალითად “კომბლე” მოიყვანა და განაცხადა, რომ ის “მოძალადე და ცუდი მეცხვარეა”. მისივე განმარტებით, ზღაპრები და მულტფილმები იმ დროის შესაბამისი იყო, როდესაც ისინი შეიქმნა.

”ხშირად ვსაუბრობ, ზღაპრის გმირებით დაწყებული, მულტფილმის გმირებით დამთავრებული… რამხელა გავლენა აქვს ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი, მაგალითად შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია… კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია.

„სუპერმენი” და “სპაიდერმენი” სასაცილო რაღაცეები არ არის. ისინი მასწავლებლები არიან, ბავშვებისთვის გმირები არიან, შესაბამისად, ჩვენ დაწყებული გმირებიდან ესეც გასაკეთებელი გვაქვს, დამთავრებული ზღაპრებით, საბავშვო ლიტერატურით, სახელმძღვანელოებით, სასკოლო პროცესით და ა.შ. სკოლა აღზრდის ინსტრუმენტია და არა ქიმიის ან ისტორიის სასწავლებელი” – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...