Home » მთავარი » რა ხდება ევროპის დედაქალაქებში პანდემიის დროს…

რა ხდება ევროპის დედაქალაქებში პანდემიის დროს…

საფრანგეთში კორონავირუსის გამო შემოღებული წესების დარღვევისთვის მოქალაქეებს 6 თვიანი პატიმრობა ემუქრებათ. ამ ქვეყანაში მოსახლეობას მცირე ხნით ეძლევათ ქუჩაში გასვლის შესაძლებლობა. თუ ვინმეს სასეირნოდ უნდა გასვლა, შეუძლია გავიდეს სახლიდან არაუმეტეს 1 კმ-ისა. ბიბისის ფრანგი ჟურნალისტი წერს, რომ მან ამ ცოტა ხნის მანძილზე მარკეტის რიგში უფრო მეტი ადამიანი გაიცნო და დაიმეგობრა, ვიდრე ამას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს აკეთებს.

ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი, როგორც მათი ჟურნალისტი წერს, მკვდარ, ცივ ქალაქად გადაიქცა, რადგან აქ ძალიან ბევრი სიკვდილიანობა დაფიქსირდა. სასტუმროები და საკონფერენციო დარბაზები საავადმყოფოებად გადაკეთდა, ხოლო ყინულის მოედნები – მორგებად. პოლიციელები ათასობით ურჩ მოქალაქეს აჯარიმებს, რადგან ისინი არღვევენ დაწესებულ შეზღუდვებს. აქ უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველ საღამოს 8 საათზე აივნებიდან ექიმებს ტაში დაუკრან.

იტალიელი კორესპონდენტი საკუთარ მოქალაქეებს კანონმორჩილებს უწოდებს, რადგან აქ მასობრივი დაინფიცირების და სიკვდილიანობის შემდეგ მოსახლეობა უფრო მოწესრიგებული გახდა. თუ 10 კაცი დგას რიგში სუპერმარკეთთან, რა თქმა უნდა 1,5-2მ დაშორებებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ საათნახევრის შემდეგ მოუწევთ შიგნით შესვლა.  ტრამვაი, ავტობუსები და მეტრო ისევ მუშაობს, მაგრამ მათ მგზავრები არ ყავთ. რომი მთლიანად უდაბნოდ გადაიქცა. პოლიცია ყველა მოქალაქეს აჩერებს და გარეთ გასვლის მიზეზს ეკითხება.

ბერლინის ჟურნალისტი მაღაზიებში დაცარიელებულ თაროებზე საუბრობს და ამბობს, რომ ვეღარსად  ნახავთ ტუალეტის ქაღალდს, მაკარონს და ფქვილს. მათ ქვეყანაში სუფთა ჰაერზე დიდი ხნით გასვლას და სეირნობას არ უშლიან. თუმცა აუცილებლად უნდა დაიცვან 1,5 მ დისტანცია.

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

თსუ-ში რექტორის არჩევნები დასრულდა – ცნობილია პირველადი შედეგები

თსუ-ში პროტესტის მიუხედავად რექტორის არჩევნები მაინც ჩატარდა. გია ბარამიძემ პროტესტის ნიშნად კანდიდატურა მოხსნა. არცევნებში ორი ...