Home » მთავარი » რა ხდება რუსთავი 2-ზე….

რა ხდება რუსთავი 2-ზე….

“რუსთავი 2” არხის ვებგვერდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შეფერხებით მუშაობს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ვებგვერდი. დღეს საღამოს გადაცემა P.S-ის დაწყების წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არხის ყოფილმა მფლობელმა დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზე იყო რეგისტრირებული მისამართი rustavi2 com, გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა, რითაც 10 ათასობით ადამიანი, ვინც “რუსთავი 2”-ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა, ინფორმაციის გარეშე დატოვა.

ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და “რუსთავი 2″-ის ოფიციალური ვებგვერდი განთავსდება შემდეგ მისამართზე rustavi2.ge” – აღნიშნულია განცხადებაში.

ვებ-გვერდის გახსნისას კი 2 ენაზე დაწერილი განცხადება ხვდება მკითხველს:

ჩვენ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ვაცხადებთ, რომ დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და ასეა დღესაც. 2004 წელს, როცა ნაცონალურმა ხელისუფლებამ იძულებით დაგვათმობინა ჩვენი კუთვნილი 60% წილი რუსთავი 2-ში, სიჩქარეში არც გახსენებიათ რომ დომენიrustavi2.com ცალკე საკუთრებას წაროადგენდა და ასე განაგძრეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტ რესურსით სარგებლობა. არც იმით დაინტერესებულან თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს.დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება.
ჩვენს საიტზე დაიდება და თავს მოიყრის ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მასალა, რათა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს რუსთავი 2-ის საქმეზე.

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

თამარ ტალიაშვილისა და კომპანია “უნივერსამის” ერთობლივი აქციით ზღვისუბანში შეჭირვებულ ოჯახებს ვაუჩერები გადაეცათ

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილისა და ამავე რაიონში სუპერმარკეტების ქსელის “უნივერსამის” ერთობლივი საქველმოქმედო ...