Home » მთავარი » რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში?

რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში?

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა პოლიტიკური გავლენისაგან.

საბჭოს წევრებმა და საზოგადოებამ მოისმინეს არა ერთი კვალიფიციური, კონკრეტული სამოქმედო გეგმითა და კრიტიკული ხედვით აღჭურვილი კანდიდატის გამოსვლა და სამწუხაროა, რომ საბჭომ მხარი არ დაუჭირა ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და პროფესიონალ კანდიდატებს.

ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, კიდევ უფრო დააზარალებს მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას.

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა.

„რეალური სივრცე“ თავისი არსით არის ჭეშმარიტად საზოგადოებრივი პლატფორმა, ქართულ მედია სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული თოქ-შოუ, რომელიც სიღრმისეულად, სხვადასხვა კუთხით განიხილავს აქტუალურ და მწვავე თემებს. ამისათვის პროექტს არა ერთი პროფესიული ჯილდო და აღიარება ერგო,

კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთი გადაცემა არ უნდა დაიხუროს მანამ, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაასაბუთებენ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას და არ წარმოადგენენ კონკრეტულ სამაუწყებლო ბადეს თუ რას სთავაზობენ მაყურებელს სანაცვლოდ. 2017 წელს ქვეყანაში ტარდება თვითმმართველოვის არჩვნები, მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მნიშვნელოვან პროცესებს უნდა აშუქებდეს ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში.

კოალიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება პროცესების ამგვარ განვითარებას და მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საჯარო გახადოს დაგეგმილი შეხვედრა გენერალურ დირექტორთან და სხდომის ვიდეო განათავსოს მაუწყებლის ვებგვერდზე, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაეცნოს გენერალური დირექტორის გეგმებს.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
•მედიაკლუბი
•საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
•ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
•ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
•არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
•ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
•საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
•სატელევიზიო ქსელი
• საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია
•მედიის მხარდაჭერის ფონდი

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“არ ვუპირისპირდები ივანიშვილს, მაგრამ მოვუწოდებ, გამოასწორონ შეცდომა…”

საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას არ ეთანხმება. თუმცა ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები, ...