Home » მთავარი » „რეანიმაციის საშუალება არ უნდა მივცეთ უღმერთოთა კავშირს და არ დავუშვათ ეკლესიის დისკრედიტაცია“ (ვიდეო)

„რეანიმაციის საშუალება არ უნდა მივცეთ უღმერთოთა კავშირს და არ დავუშვათ ეკლესიის დისკრედიტაცია“ (ვიდეო)

უმრავსებობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ  კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა მიმდინარე პროცესებზე და ყველას ემოციების მოთოკვისკენ და გამოძიების შედეგების დალოდებისკენ მოუწოდა.

-“მოხარული ვარ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნდა. იმედი ამქვს, მისი უწმინდესობა ჩვეული სიბრძნით და სიმშვიდით შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ეკლესიის წიაღში დაგროვდა და მის არყოფნაში საზოგადოების აქტიური განხილვის საგანი გახდა. საპატრიარქოს ირგვლივ აგორებული კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიის დისკრედიტებას, ეკლესიის შიგნით დაპირისპირების გაღვივებას და სერიოზულ განხეთქილებას, მათ შორის სასულიერო პირთა გარკვეული წრეც ხელს უწყობს ამ პროცესების რადიკალიზაციას. რატომღაც სასულიერო პირები საკუთარი განცხადებებით ცდილობენ, ის იდუმალება მოიცილონ, რაც საზოგადოებაში მათ მიმართ მოწიწებას და პატივისცემას იწვევს. ეს საბოლოოდ ეკლესიისთვის დამაზიანებელი იქნება და ქვეყნისთვისაც. საზოგადოებამ თავისი აქტიური ჩართულობით არ უნდა შეუშალოს ხელი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს. პატრიარქის სურვილიც არის და ვფიქრობ, სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების ჩართულობაც უნდა მოხდეს, რათა ყველა პრობლემას შესაბამისი სამართლებრივი შესაფება მიეცეს და ხელი შუწყოს მის მოგვარებას. რაც შეხება პროკურატურას და ე.წ. „ციანიდის საქმეს“, იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარ პროკურატურას აქვს სათანადო მტკიცებულებები, რომელიც საზოგადოებისთვისაც დროულად გახდება ცნობილი. შესაბამისად, დამნაშავე დაისჯება, უდანაშაულო – გამართლდება. ეს იმდენად სენსიტიური თემაა, ძალიან დიდი სიფრთხილე და მაღალი პროფესიონალიზმია საჭირო გამოძიების პროცესში, რათა ობიექტურმა გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი გასცეს და საზოგადოებაში ბრალდება ამ უმძიმეს დანაშაულზე ეჭვს არ იწვევდეს”-განაცხადა დეპუტატმა.

 

Facebook Comments
x

Check Also

15:00 საათზე “ოცნების” საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

ანონსი 15:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში  ბრიფინგი გაიმართება – ამის შესახებ ...