Home » მთავარი » რეგიონებში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს “კოვიდ 19” რიგ-რიგობით უდასტურდებათ

რეგიონებში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს “კოვიდ 19” რიგ-რიგობით უდასტურდებათ

რეგიონებში სასწრაფო დახმარების ექიმებსა და ექთნებს რიგ-რიგობით კორონავირუსი უფიქსირდებათ. გასულ კვირას თეთრიწყაროს მკვიდრს, სასწრაფო დახმარების ექთანს, რომელიც ერთდროულად ორ ადგილას, ჩაკეტილი ბოლნისისა და თეთრიწყაროს სასწრაფოზე მუშაობდა, კოვიდ 19 დაუდასტურდა, გადამოწმების შემდეგ კი რაიონის საავადმყოფოს 20-მდე ექთანს აღმოაჩნდა კორონავირუსი და მის გამო თეთრიწყარო ჩაიკეტა.  დღეს აღმოჩნდა, რომ მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 8 თანამშრომელს აღმოაჩნდა ინფექცია. ხუთი მარნეულში მაცხოვრებელია, სამი კი ამავე რაიონში. მარნეულის მუნიციპალიტეტში Covid-19 გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მენეჯერსაც დაუდასტურდა.

ასევე ვრცელდება ინდორმაცია, რომ კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და ის სასწრაფოს ექიმს დაუდასტურდა. მიმდინარეობს ყველა კონტაქტის შესწავლა.

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...