Home » ეკონომიკა » რევაზ არველაძე: მიმაჩნია, რომ გაზის ტარიფები გაიზრდება…

რევაზ არველაძე: მიმაჩნია, რომ გაზის ტარიფები გაიზრდება…

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე ვარაუდობს, რომ გაზის ტარიფი გაიზრდება.  მისივე განცხადებით ბუნებრივ აირზე ტარიფი 2005 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

„ცხადია იქიდან გამომდინარე, რომ 2005 წლის შემდეგ გაზის ტარიფები არ გადახედილა, მას მერე ბევრი რაღაც შეიცვალა, საკმაოდ ბევრი ინვესტიცია განხორციელდა გაზის სექტორში, გარდა ამისა, ვიცით, როგორ წავიდა ლარის და დოლარის ურთიერთობა, როგორ შეიცვალა კურსი, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ გაზის ტარიფების ზრდას უნდა ველოდეთ, ალბათ, ივნისის ბოლოსთვის დაამთავრებს მარეგულირებელი კომისია და შემდეგ გამოცხადდება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ გაზის ტარიფები გაიზრდება“- განაცხადა  არველაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ბოლო მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 746

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 746 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 576 მათ შორის გარდაცვლილი – 12 კარანტინის რეჟიმში – 2966 ...