Home » მთავარი » “რევერანსების დრო უნდა დამთავრდეს ყველასთან! მითუმეტეს ოკუპანტ სახელმწიფოსთან!..”

“რევერანსების დრო უნდა დამთავრდეს ყველასთან! მითუმეტეს ოკუპანტ სახელმწიფოსთან!..”

აფხაზეთის დეფაქტო ხელისფულება 22 თებერვლიდან ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას აპირებს, 3 მარტიდან კი ყველა იმ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუქმებას, რომლითაც ადგილობრივები ყოველდღიურად სარგებლობენ. ასე რომ, საოკუპაციო რეჟიმი საზღვრებს კეტავს – ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ზუგდიდთან დამაკავშირებელი პუნქტების გადმოკვეთას ვეღარ შეძლებს.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

ამ პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაციის „გზა აფხაზეთისკენ“ ლიდერი კახა შამათავა ეხმიანება:

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აპირებს, არა მეგობრებო, ამას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი აპირებს და “წარმატებით” ანხორცილებს კიდეც თავის ანექსიურ პოლიტიკას,ჩვენი ხელისუფლება როგორც ყოველთვის საერთაშორისო თანამეგობრობას შესჩივლებს,საერთაშორისო თანამეგობრობა,აღშფოთდება,შემდეგ შეშფოთდება და ჯამში წაგებული მაინც ქართული მხარე რჩება,სხვათაშორის აფხაზებთან ერთად,ასე რომ,კონიენქტურული რევერანსების დრო უნდა დამთავრდეს,დღესვე უნდა დავიწყოთ მოქმედება ყველა მიმართულებით,ჩვენ ნათლად ვხედავთ რომ ჩვენი ხელისუფლების ქმედებები ამ მიმართულებით, არაეფექტურია, ამიტომ, აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს ტერიტოიულ საკითხებთან დაკავშირებული მართვის სისტემის ცვლილება,საჭიროა სრულიად ახალი სტრატეგია,საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის ახალი მოდელი,ასევე უპირობოდ აუცილებელია ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების დაწყება,რა თქმა უნდა დასავლეთ პარტნიორების ჩართულობით, მხოლოდ, ეს მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს ჩვენი ქვეყნის და სხვა მხარეთა ინტერესებით გათვალისწინებულ პრაგმატულ ტონალობაში,ხისტი მაგრამ გონივრული ურთიერთობები მეტ შედეგს მოიტანს, ვიდრე ეს გაუთავებელი რევერანსები!

ჩვენ არავისთან არ გვაქვს ენა მოსაჩლექი, მითუმეტეს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და არც დასავლეთ პარტნიორებტან, რომლებიც ასევე უშედეგოდ ცდილობენ ჩვენს “დახმარებას”,გარდამტეხი ეტაპი დგება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,თუ ოკუპანტი სახელმწიფო მოახდენს ჩვენი ტერიტორიების ლეგალურ ანექსიას,ჩვენ ვერასდროს ვერ შევძლებთ მათ დაბრუნებას,თუნდაც იმ ფანტაზიებში, როდესაც რუსეთი დაინგრევა ან რაღაც სასწაული კატაკლიზმები მოხდება და მხოლოდ ჩვენ ვიხეირებთ ამით.

რეალური პოლიტიკის კეთების დროა,გადავდოთ ემოციები,ემოციურობამ და მხართეძოზე წამოწოლამ გაგვაზარმაცა და დღეს შევყურებთ ჩვენს (წინა) ხელისუფლებებს,როგორ აღადგენენ ტერიტორიულ მთლიანობას,ცალკე თემაა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება,მაინცდა მაინც მიტინგები და შტურმები უნდა განვახორციელოთ რომ ქმედითი გავხადოთ ეს სტრუქტურები?(ვგულისხმობ ტერიტორიულ საკითხზე აქტიურობას) გაინძერით და ამოგიდგებით მხარში,თუ არ შეგიძლიათ,გააკეთეთ ის, რასაც ასეთ შემთხვევებში აკეთებენ, გადადექით! მეგობრებო! კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,ბატონი დავით დონდუას სიტყვები,რომელიც მან 2015 წელს ბრძანა,თუ ჩვენ,3-4 წელიწადში რაიმეს არ მოვიმოქმედებთ,მივიღებთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ლეგალურ ანექსიას.

ასე რომ,გავერთიანდეთ ყველა ჩვენი საერთო მიზნის ირგვლივ და დავიწყოთ მოქმედება,ხვალ გვიანი იქნება და ეს დაგვიანება აქ შიგნით დაგვატეხავს მორიგ სახალხო უბედურებას.ღმერთო ! დალოცე საქართველო!

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...