Home » მთავარი » “რესპუბლიკური პარტია“ და “თავისუფალი დემოკრატები” საარჩევნო ბლოკში ერთიანდებიან

“რესპუბლიკური პარტია“ და “თავისუფალი დემოკრატები” საარჩევნო ბლოკში ერთიანდებიან

„საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“ და “თავისუფალმა დემოკრატებმა” მიიღეს გადაწყვეტილება, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნან საარჩევნო ბლოკი და ერთიანი ხედვით, საერთო კანდიდატებით, წარსდგნენ საზოგადოების წინაშე.

გადაწყვეტილება პარტიების თავმჯდომარეებმა შალვა შავგულიძემ და ხათუნა სამნიძემ საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნეს.

შალვა შავგულიძისა და ხათუნა სამნიძის განმარტებით, გაერთიანების საფუძველი იდეოლოგიური თანხვედრაა. ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლებები, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, ის ღირებულებებია, რომლებიც აერთიანებს ამ ორ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას.
თავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ორივე პარტიას აქვს თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი გამოცდილება, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

პარტიებმა საზოგადოებას შესთავაზეს ბლოკი, როგორც თავისუფალი სივრცე, იმისათვის, რომ აქტიურმა მოქალაქეებმა, სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, მათთან ერთად მიიღონ მონაწილეობა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში.

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...