Home » მთავარი » რესტორანში კლიენტმა ჭურჭლის სარეცხი საშუალება დალია

რესტორანში კლიენტმა ჭურჭლის სარეცხი საშუალება დალია

რესტორანში ან პიცერიაში როდესაც სასმელს შეუკვეთავთ, დალევამდე აუცილებლად შეამოწმეთ რა მოგიტანეს, რადგან შესაძლოა გემრიელი სასმლის ნაცვლად გრაფინში არც მეტი, არც ნაკლები, ჭურჭლის სარეცხი საშუალება აღმოჩნდეს.
საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში “Pizza Hut” მისულ კლიენტს სასმელის ნაცვლად შეცდომით მომწამლავი ნივთიერება მიუტანეს. ქალბატონმა მოსვა თუ არა სითხე, თავი ძალიან ცუდად იგრძნო. მომსახურე პერსონალმა მაშინვე სამაშველო სამსახური გამოიძახა და დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მისულმა პოლიციამ გაარკვია, რომ ჭურჭელი, რომელშიც სარეცხი საშუალება იყო, გატყდა და დამლაგებელმა ის გრაფინში გადაიღო. ოფიციანტს კი სასმელი ეგონა და კლიენტ ქალბატონს მიართვა.

Facebook Comments
x

Check Also

„შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს აქვს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი…”

დავოსში საქაქრთველოს პრემიერის ვიზიტი დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს ...