Home » მთავარი » “რითი ხართ გლეხ პაპაზე ან ბებიაზე უკეთესი, თოხი რომ უჭირავს და ყანაში, ან ბოსტანში შრომობს?!.

“რითი ხართ გლეხ პაპაზე ან ბებიაზე უკეთესი, თოხი რომ უჭირავს და ყანაში, ან ბოსტანში შრომობს?!.

თოხი დაიჭიროსო, ბევრი თქვენზე განათლებული ეხლაც შრომობს თოხით მერე რა, სირცხვილია?

-“გადავწყვიტე გამოვეხმაურო ქალბატონ ლალი ბადურაშვილსა და მისნაირებს ანუ “წითელ ინტელიგენციას”.

ქალბატონო ლალი, თქვენ ბატონ შალვა ნათელაშვილს უწოდებთ სოფლელს, რომელმაც თქვენი აზრით თოხი უნდა დაიჭიროს და მიწაზე იმუშავოს. ახლა მე მაინტერესებს, რითი ხართ რიგით გლეხ პაპაზე ან ბებიაზე უფრო უკეთესი, რომელიც ყანაში მუშაობს და ქალაქს მისი მოყვანილი ბოსტნეულით კვებავს? ხომ უნდა ამოგხადოთ კაცმა შიმშილით სული,(იმ თოხით მოყვანილის გარეშე დაგტოვოთ) არა ხართ ღირსი?! თოხი დაიჭიროსო, ბევრი თქვენზე განათლებული ეხლაც შრომობს თოხით, მერე რა, სირცხვილია? სირცხვილი ბოზობა და ქურდობა მგონია მე. პატიოსანი შრომა არასოდეს დასაცინი არც ყოფილა და არც იქნება! იგივე შემიძლია ვთქვა ბატონ რეზო ამაშუკელსა და რობიკო სტურუაზე. ქეთი დოლიძესა და გურანდა გაბუნიაზე.
ქალბატონ გურანდაზე ცალკე ისტორიაა – ღმერთმა აიღო, შეეცოდა საქართველო და ბიძინა ციდან გადმოაგდოო…

თქვენ, ჩემო ბიძიებო და ბებიებო, რომ მიდიხართ უკან ბატკანი მოგსდევთ ტუსტუსით, რაღაცა ორი პარასკევი დაგრჩათ და არ სჯობს სიკეთისკენ მოუწოდოთ ხალხს, შერიგებისა და სიყვარულისკენ მოუწოდოთ ნაცვლად ბოღმისა და ღვარძლისა, ნაცვლად შუღლის თესვისა? მე თქვენ ჭკვიანი პაპა-ბებიები მეგონეთ, რომლებიც ახალგაზრდებს შეარიგებდა. თქვენ კი …

და ბოლოს, თქვენ დააქციეთ ეს ქვეყანა, ჩემო წითელო მაწანწალებო! თქვენ იყავით ყველა მთავრობის ტაშისმკვრელები, ყველა ხელისუფლის ხელს ლოკავდით, არც ისე დიდი ხნის წინ იყო ეს ასე მალე რომ დავიწყებოდა ხალხს!..

დავიბადე პატარა ლამაზ სოფელში, იქვე გავიზარდე, თოხიც მეჭირა, ბარიც და ხბორებიც მიმწყემსავს და მაინც თქვენზე განათლებული და მაგარი ბიჭი ვარ, ჩემო ბებია ლალი! ახალგაზრდებს რას მოუწოდებთ-თოხით შრომა სირცხვილია? აბა ქუჩაში უსაქმოდ დგომაა “ელიტარული” თუ “სხვის კარზე ტაშისდამკვრელობა”?

თქვენი არადა საზოგადოების მონამორჩილი უფლებადამცველი 
ოთარ ბექაური

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“დიდი ლოდი მოიძიეთ და თავში გიხლიათ!..”

ლადო სადღობელაშვილი -მიშასთან ჩასული ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდებიან ზომბებად რომლებიც პრაქტიკულად საკუთარ დედებს გაყიდიან სააკაშვილის გამო! ...