Home » ექსკლუზივი » რისთვის გაუშვეს პედაგოგი სკოლიდან ანუ გაბედეთ თავისუფლება!

რისთვის გაუშვეს პედაგოგი სკოლიდან ანუ გაბედეთ თავისუფლება!

ბლოგი

დარინა დავითაძე 

14543382_1172454806158763_1951503911_n

ადამიანების უმეტესობას ფსიქოტოპი ისე აქვს მოწყობილი, რომ უფრო მეტი სურთ, ვიდრე ახერხებენ რომ ჰქონდეთ. ყოველივე ამას კი ზოგი ცხოვრებას აბრალებს, ზოგი იღბალს, ზოგი უფალს ებუტება, რაც თავიდანვე განწირულია და კრახით მთავრდება.

მისი პროფესია: პედაგოგი, ხელოვნების პედაგოგი. ისიც როგორც ყველა პედაგოგი, მიდის სკოლაში, იღებს დირექტორის შენიშვნებს, რის გამო, აი ამას კი ვერ ხვდება და გაურკველობაშია, ადრე ძალიან მიჰქონდა გულთან, თუმცა როცა შენიშვნები საგრძნობლად გახშირდა, უკვე ვერც კი აცნობიერებს, რატომ ითმენს ამდენ შენიშვნას და დამცირებას. როცა ეკითხებიან როგორ ხარ? ამოდენა ქალი სიტყვების გარეშე ცრემლებად იღვრება და ვერაფერს ამბობს. მას ხომ შეუძლია ადგეს, წავიდეს და დაამთავროს ამით თვისი მასწავლებლური კარიერა, მაგრამ ის ვერ გაბედავს ამის გაკეთებას. აღარ უნდა ცხოვრებასთნ ომი და დავა…

გოგონამ ქარგვა შეწყვიტა, მასწავლებელს მზერა მიაპყრო და მშვიდი ტონით უთხრა:

-„თქვენ ყოველთვის გვისწორებთ შეცდომებს და გვეუბნებით, რომ ეს არასწორად არის, ამ ძაფის ფერი ამ ფერებთნ შეუსაბამოა და თქვენ თვითონ თუ გიცდიათ და წარმოგიდგენიათ თვი ჩვენს ადგილას, თუ მოგისმენიათ უამრავი შენიშვნა, თუ გიგრძვნიათ ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ამ დროს? თქვენთვის ჭიქით წყალი თვალებში თუ ვინმეს შემოუსხამს და დაუმცირებიხართ, როგორც რამდენიმე დღის წინ ექსკურსიაზე შეასხით ჩვენს მეგობარს?“ – დაამთავრა სათქმელი და თითქოს ამოისუნთქაო, თავის საქმეს მიუბრუნდა.

– დიახ, – უთხრა ცრემლმორეულმა მასწავლებელმა და გააგრძელა ქარგვა… პეპლებით სავსე მინდორს ქარგავდა… მასწავლებელი გაოგნებული ჩასცქეროდა ნაქარგს და ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა, როგორ აკადრა ბავშვმა მსგავსი სიტყვები, თუმცა ბავშვი ხომ მართალი იყო. მასწავლებელი დირექტორმა დაიბარა. ის სკამიდან ადგა, ჩანთა აიღო და ნელი მოძრაობით გაუდგა დირექტორისკენ მიმავალ ფოიეს. აღარ უნდოდა კიდევ ერთხელ მოესმინა, მაგრამ მაინც გაბედა და შევიდა.

– შემოდი, შემოდი …

-გისმენთ, – უთხრა ქალმა ლამაზი და ნაზი ხმით.

– მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებას დიდ პატივს ვცემ, მაინც მიწევს ამის თქმა, თქვენ დროებითი მასწავლებელი იყავით, ჩვენ ამდენი ხნის შემდეგ ვიპოვეთ ის, ვინც ღირსეულად იმსახურებს ატაროს პედაგოგის სტატუსი, მინდა გითხრათ, რომ თქვენი სამუშაოს ბოლო დღეა ამ სკოლაში, გმადლობთ, რომ გაგვიწიეთ შესაბამისი დახმარება.

დირექტორმა მასწავლებელს ფურცელი მიაწოდა და უთხრა წაიკითეთ და ხელი მოაწერეთო. არანაირი სხვა გზა არ იყო, ხელი უნდა მოეწერა მასწავლებელს, ასეც მოიქცა. თვითონ აქამდეც უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ვერ ბედავდა. ახლა კი, როცა გამოუშვეს, თავს იმით იმართლებს, რომ ის გამოუშვეს და არა წამოვიდა. ის კი ამ სკოლის უკანასკნელი ერთგული და პატიოსანი პედაგოგი იყო…და უცებ მოუნდა ყველას გასაგონად ეყვირა-გაბედეთ თავისუფლება!

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

„სიცოცხლის გადარჩენისთვის“ – თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ...