Home » მთავარი » “როგორი იქნება ჩემი პასუხი, იქიდან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი სააკაშვილი”

“როგორი იქნება ჩემი პასუხი, იქიდან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი სააკაშვილი”

მიანიჭებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი წინამორბედ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას, მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ოფიციალურ მიმართვას ელოდება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა “კურიერთან” ექსკლუზიური ინტერვიუს დროს განაცხადა. 

“ერთი გამონაკლისი იყო, როდესაც სააკაშვილმა დათმო საქართველოს მოქალაქეობა და ეს არ მომეწონა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა, არ მომეწონა და მაშინვე ნათლად ვთქვი, რომ პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, უნდა იმდენად პატივს სცემდეს თავის ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს. რას გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილი ამასთან მიმართებაში და შესაბამისად, მერე როგორი იქნება ჩემი პასუხი, იქიდან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი სააკაშვილი, მიმართავს თუ არა ქვეყანას თხოვნით, მოქალაქეობის თაობაზე,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის ახლა მიხეილ სააკაშვილს არ აკრიტიკებს, რადგან ქვეყანა წინ უნდა წავიდეს და მომავლით იცხოვროს.

“5 წლის განმავლობაში სააკაშვილი საერთოდ არ მიკრიტიკებია და ალბათ, იმიტომ, რომ 10 წლის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა დაპირისპირებული ვყოფილიყავი პრეზიდენტ სააკაშვილთან. მერე ყველას, ვისაც 10 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, სააკაშვილის კრიტიკით არის დაკავებული. მე არ ვაკრიტიკებ სააკაშვილს და არ ვარ შესული მასთან პოლემიკაში, რადგან მიმაჩნია, რომ ქვეყენამ მომავლით უნდა იცხოვროს,”- ეს განცხადება “კურიერთან” ექსკლუზიური ინტერვიუს დროს საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ყოფილ პრეზიდენზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ გააკეთა,”- განაცხადა მარგველაშვილმა.

რუსთავი 2

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...