Home » მთავარი » “როგორც ბატონი სააკაშვილის, ასევე სხვა ძებნილების საყურადღებოდ ვიტყოდი…”

“როგორც ბატონი სააკაშვილის, ასევე სხვა ძებნილების საყურადღებოდ ვიტყოდი…”

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე უკრაინაში მეგის ქარდავას დაკავებას გამოეხმაურა.

„გიდასტურებთ, რომ მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზეა დაკავებული. მთავარია რომ ქარდავა წარდგა სასამართლოს წინაშე, შეეფარდა საექსტარდიციო პატიმრობა და ახლა შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. რა დრო დასჭირდება ექსტრადირებას ვერ გეტყვით, ამაზე სასამართლო იმაჯელებს, უკრაინული კანონმდებლობიდან გამომდინარე საექსტრადიციო პროცედურები ერთ წელზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.” განაცხადა გიორგი გოგაძემ.

ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს.

პროკურორმა აქვე ყველა ძებნილს მიმართა და განაცხადა:

-“ისევე, როგორც ბატონი სააკაშვილის, ასევე სხვა ძებნილების საყურადღებოდ ვიტყოდი, რომ თუ ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და წარდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე, მათთვის უკეთესი იქნება”, – განაცხადა გოგაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“მისი უწმინდესობის, კირილეს ქმედება გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად”

რუსეთის ეკლესიის მეთაურმა კირილემ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა. აფხაზური მედია პატრიარქ კირილის ...