Home » მთავარი » „როგორც გინდათ გამონახეთ საშუალება და ეს ხალხი შენობაში შეუშვით!“

„როგორც გინდათ გამონახეთ საშუალება და ეს ხალხი შენობაში შეუშვით!“

ოქროს სამყაროს კომერციული დირექტორი, ამირან მარიამიძე, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გამონახონ საშუალება და მოვაჭრეებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა მისცენ, რათა დარჩენილი ნივთების გამოტანის საშუალება მისცენ.

„მე მინდა, მივმართო სულ ყველას, ყველა სტრუქტურას, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, შსს-ს, მაშველების სამსახურს, მერიას, არ ვიცი, როგორც გინდათ, რაღაცნაირად უნდა გამოინახოს სახსრები, როგორც გინდა, ტექნიკა გამოინახოს ისე, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ თავიანთი დახლების დათვალიერების საშუალება და, თუ რამე გადარჩენილია, ის ნივთები აიღონ ადამიანებმა,“ – განაცხადა ამირან მარიამიძემ.

ოქროს სამყარო-თან შეკრებილი მოვაჭრეები შენობაში შესვლას მოითხოვენ და შენობის გარშემო ღობის გაკეთებას აპროტესტებენ. 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით გამარჯვებისთვის…

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით ...