Home » მთავარი » „როგორ ანიჭებს ქულებს სოცაგენტი უმწეოებს ანუ “მიშამაგარიას“ დანატოვარი!..“

„როგორ ანიჭებს ქულებს სოცაგენტი უმწეოებს ანუ “მიშამაგარიას“ დანატოვარი!..“

მარინა ჩაჩუა

პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის, დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი

-„ერთი პატარა ცინცხალი ისტორია, ანუ როგორ ანიჭებს ქულებს სოცაგენტი უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს.
დევნილი ოჯახი- ცოლ–ქმარი, პენსიონერები. ცხოვრობენ 17 კვადრატში. ორივე მეცნიერებათა დოქტორია, მაგრამ ბოლო 24 წელი იყვნენ თვითდასაქმებულები და ასე ირჩენდნენ თავს. მამაკაცი ამჟამად მძიმე ავადმყოფია, მეუღლე ვერ ტოვებს, ამიტომ ვერ მუშაობს, ასე აღმოჩნდა ოჯახი უმწეო მდგომარეობაში.

შესაბამისად მიმართა განცხადებით სოც.სააგენტოს. სოც აგენტმა შეავსო ანკეტა, მიანიჭა 1200000 ქულა.

დავინტერესდით და ვგებულობთ, დასკვნაში წერია – “ცხოვრობს კეთილმოწყობილ ბინაში”. 
ახლა კი, აღვწერ ამ “კეთილმოწყობილ” ბინას, თუმცა შეიძლება არ დაიჯეროთ,რადგან მე ვარ გაოცებული ამის ხილვით, რასაც ვერასოდეს მოვიფიქრებდი – როგორ მოხერხდა 17 კვადრატში საძინებელიც, შესასვლელიც, სამზარეულოს კუთხეც და ტუალეტი დუშით.

მართალია ცალგვერდ უნდა იარო სივიწროვის გამო, მაგრამ ეს არის ნიჭიერად, გემოვნებით შექმნილი სისუფთავე და არსებული საშუალებებით შექმნილი კომფორტი და რაც მთავარია შებნარჩუნებული ტრადიციები, ნათესავ–მეგობრები, სტუმარ–მასპინძლობა.

ასეა ჩვენს ქვეყანაში სოც. აგენტის სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე მინდობილი ადამიანების ბედი, რომელიც დატრენინგებული კი არის, ისე ამ სამსახურში ვერ მოხვდებოდა, მაგრამ ტრენინგზე ადამიანობას ვერ ასწავლიან, თუ უნიჭოა, ვერც ვერაფერს ისწავლის, ანკეტის შევსება და სისულელე დასკვნის გაკეთება კი ძალიან მარტივია.

სხვა მრავალთა შორის ეს “მემკვიდრეობაც” დაგვიტოვა “მიშამაგარიამ” “სიღარიბის დაძლევის” სახით, რა ჩანერგა ამნაირი, რომ “ორჯერ ახალი” მთავრობა ვერ ხედავს, თუ არ ხედავს, რომ “სოციალური დაცვა” ქვეყანაში დაჩეხილ– დაქუცმაცებულია და მისი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ერთი დიდი გაუგებრობა?

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

„საბრძოლო მომზადების კუთხით ჩვენ ნატოსთან თავსებადები ვართ“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატოს სტანდარტების შესაბამისია – ამის შესახებ ...