Home » მთავარი » „როგორ შეიძლება ჯეჯელავა განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყოს! პრემიერი ხალხს კიდევ უფრო აღიზიანებს!“

„როგორ შეიძლება ჯეჯელავა განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყოს! პრემიერი ხალხს კიდევ უფრო აღიზიანებს!“

უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა უარყოფითად აფასებს ალექსანდრე ჯეჯელავას განათლების მინისტრის პოსტზე ყოფნას და აცხადებს, რომ მის შემთხვევაშიც გამართლებულია ახალი ფორმულა „მურუსიძე არის მსხვერპლი“. პაპავას განცხადებიღ დღეს ოცნებასთაბ ინტეგრირებულია ნაციონალური მოძრაობა.

-„კოჰაბიტაცია დასრულდა ინტეგრაციით. სახელმწიფო სტრუქტურებში წარმოდგენილნი არიან ისევ ის კადრები, რომლებიც არც ცოდნით და არც კვალიფიკაციით არ პასუხობენ დაკავებულ თანამდებობებს.  არიან ის პიროვნებები, რომლებმაც სწორედ ნაციონალურ ტალღაზე მოიპოვეს ეს თანამდებობები. დღეს საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან პოლიტიკაში და ტანამდებობებზე ე.წ. ლატენტური ნაცები, ანუ ის ადამიანები რომლებიც ქვეცნობიერად სწორედ იმ იდეოლოგიის მატარებლები არიან, რასაც ებრძოდა საქართველო მთელი 9 წლის განმავლობაში. ისინი ახლაც ერთად არიან და ერთად აკეთებენ ვითომ დაპირისპირებას. სინამდვილეში ერთი ტანი აქვთ და ეს ტაბი მინისტრების დონეზეც არის წარმოდგენილი.

შეიძლება ადამიანი, რომელის უნივერსიტეტში მიწვეული იყო კომისიის წევრად და პროფესორები გაყარა, დღეს განათლების მინისტრი იყოს? ახლა უკვე მესამე ვიცე-პრემიერია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბატონ კვირიკაშვილს ან საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რა ხდება ქვეყანაში, ან სულ არ აღელვებს და ამ დანიშვნით ხალხს კიდევ უფრო აღიზიანებს. ჯეჯელავას დაწინაურება წმინდა წყლის ქრონიზმია!

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ-ადამიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებას ასრულებდა, დღეს მას ის სფერო აქვს ჩაბარებული, საიდანაც პროფესორებს ყრიდა!“-განაცხადა პაპავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments