Home » მთავარი » “როგორ ძალიან მინდა სიცოცხლე?!”-ბერი ანდრიას ფონდის 6 წლის გახდა(იმედის სანთლები)

“როგორ ძალიან მინდა სიცოცხლე?!”-ბერი ანდრიას ფონდის 6 წლის გახდა(იმედის სანთლები)

დღეს ბერი ანდრიას ფონდის 6 წლის იუბილეა. 2011 წლის 28 ივლისს წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს, 17 წლის მამა ანდრიამ უფალს შეჰვედრა სული. სამუდამო განსასვენებლის შერჩევა სიკვდილამდე შესთავაზეს ცხუმ-აფხაზეთელმა მღვდელმსახურებმა და მანაც წმინდა ანტონ მარტყოფელის სავანე აირჩია.

   მილედი ჩხვიმიანი, ბერი ანდრიას დედა: “28 ივლისს, 12 საათზე მითხრა: მე დღეს გარდავიცვლებიო. მღვდელმა მამა ვარახიელმა ამ ქვეყნიდან გასვლის ლოცვა წაუკითხა: გაამხნევა მისმა მოძღვარმა მამა შალვამაც: ეს უკანასკნელი შებრძოლებააო – უთხრა. მე ღვთისმშობლის ლოცვების კითხვა დავიწყე. გაღიმებულმა მთხოვა: ახლა შემეწიე, დე, და მერე ვეცდები იმდენი ვილოცო, ანგელოზები გავაკვირვოო!

ჩემმა შვილმა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა დამიბარა. მარტო საკუთარ თავზე და მეუღლეზე ზრუნვა არ მეყოფოდა, ჩემი ცხოვრება ფუჭი იქნებოდა…

შევქმენით ბერი ანდრიას ფონდი. გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ჩვენი თანადგომა ისურვეს. მათ მიერ შემოწირული თითოეული თეთრი მძიმე სენით გაწამებული ბავშვების ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეს მოხმარდება.

საბანკო კოდი GE 73 TB 71
7153 6080 1000 02
სატელეფონო ზარები
0 901 50 05 35
ჯეოსელი, მაგთი, ბილაინი
მიმღები ბერი ანდრიას ფონდი

ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარებთან ერთად ჩაიწერა  სტუდია „ზღაპრის ქალაქის“ (ხელმძღვანელი მარიკა მირველაშვილი) სიმღერა-იმედის სანთლები.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...