Home » მედიაცია » “როდესაც გვიან მიმართავთ ექიმს, გართულებების საფრთხე მეტია”

“როდესაც გვიან მიმართავთ ექიმს, გართულებების საფრთხე მეტია”

როგორც კი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოვლინდება, მაშინვე მიმართეთ ექიმს. აღნიშნულ რჩევას რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი იძლევა. ლევან გაფოძის განცხადებით, ამ ვირუსით პაციენტის მდგომარეობის დამძიმება   გვიან მიმართვით არის განპირობებული. ვიდრე გვაქვს საშუალება, შეგვიძლია  მივიღოთ ყველა პაციენტი.

„ჩვენ გვყავს პაციენტები  რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე და მძიმე მდგომარებაში, რომელთაც ბაქტერიული პნევმონია აქვთ, მაგრამ არც ერთს კოვიდინფექცია არ აქვთ, თუმცა ბევრად უფრო მძიმეა მათი მდგომარეობა, ვიდრე კოვიდინფიცირებულების. ასე რომ, ყველა შემთხვევაში, როდესაც დაგვიანებით მივმართავთ ექიმს, გართულებების საფრთხე მეტია. ამიტომ მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, ჯერ პირველადი ჯანდაცვის რგოლთან გქონდეთ კომუნიკაცია და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე გვაქვს საშუალება იმის, რომ მივიღოთ ყველა პაციენტი, ვისაც აქვს კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ყველა უნდა მივიღოთ და მივხედოთ“,- განაცხადა გოფოძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მოწოდება არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია   ...