Home » მთავარი » რომან შენგელია: გიგა მოკლულია ტერიტორიის გარეთ!

რომან შენგელია: გიგა მოკლულია ტერიტორიის გარეთ!

  ცენტრკრწანისის ტერიტორიაზე მოკლული გიგა შენგელიას მამა აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია ტერიტორიის გარეთ და სწორედ ამიტომ არ იხსნება სათვალთვალო კამერების ფირები. მისივე თქმით, მასთან გამომძიებელი არ მისულა.

-„არ კადრულობენ ჩემთან მოსვლას, მე გლეხი ვარ და როგორ ეკადრებათ, იქვე აგვარებენ საქმეს, როგორც უნდათ ისე შეკერავენ. ვსვამ კითხვას-არის თუ არა ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები? პასუხია-იყო! მაშინ, რატომ არ უნდათ იმ ფირის ამოღება? იმიტომ, რომ გიგა შენგელია მოკლულია ტერიტორიის გარეთ!

გიგა არ იყო ის პიროვნება, რომელიც იარაღს ატარებდა. ნასამართლევი არ არის და არც არასდროს ცუდ რამეში არ იყო შემჩნეული, ამას დაგიდასტურებთ ყველა!

მივმართავ მინისტრს, თავი დაანებონ ჩემს შვილს, ერთი მომიკლა და მეორეც უნდა რომ მოკლას? ჩემი შვილის მოკლული, იზორიასი ხომ არა! ამიტომაც ლაპარაკობს ასე ადვილად! მე დავასრულე საუბარი და ველოდები კითხვებზე პასუხს“-განაცხადა რომან შენგელიამ ტელეკომპანია „პირველში“.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...