Home » მთავარი » რომელი დოკუმენტების აღება შეუძლია მოქალაქეს სახელმწიფო სერვისების სააგენტოში და რა ფორმით

რომელი დოკუმენტების აღება შეუძლია მოქალაქეს სახელმწიფო სერვისების სააგენტოში და რა ფორმით

დღეიდან სახელმწიფო სერვისების სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განაახლა. აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ სერვისების სააგენტოს  ვებ გვერდზე –  sda.gov.ge,  ან პორტალზე – my.gov.ge, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.

დაინტერესებულ პირს შეუძლია ვებ გვერდებზე განაცხადის გაკეთების შემდეგ  დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციურ სამსახურს სკაიპის ოფიციალურ მისამართზე – sda.gov.ge. განაცხადის დარეგისტრირება ვიდეოგასაუბრებით მოხდება. მომხმარებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლის მიღებას პორტალ my.gov.ge-ს ან sda.gov.ge-ს ვებ გვერდების საშუალებით შეძლებს, ხოლო მზა დოკუმენტი მას ფოსტით გაეგზავნება.

ასევე, დღეიდან მოქალაქეები მათთვის საჭირო დოკუმენტის აპოსტილით (ნამდვილობის) დამოწმებას შეძლებენ, თუ დაუკავშირდებიან  ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განაახლა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემაც.
ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება.

პირმა, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს,  ან ელექტრონულ პირადობის მოწმობას, უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქის ვიზიტი დაიგეგმება.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მოწოდება არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია   ...