Home » მთავარი » რომელი მაჟორიტარების გამარჯვება სჯერა და ეეჭვება „ოცნებას“

რომელი მაჟორიტარების გამარჯვება სჯერა და ეეჭვება „ოცნებას“

რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:-„ვერ წარმომიდგენია, 90-ზე ნაკლები შევიდეს პარლამენტში. უფრო ნაკლებად წარმომიდგენია 90, ვიდრე 115. საშუალოდ 100 დეპუტატი ეყოლება „ქართულ ოცნებას“, რადგან საზოგადოება არის აზრიანი“.

მოქმედი პრემიერი კი აცხადებს, რომ მაჟორიტარები საარჩევნო სიის ქვედა ეშელონებში არიან ჩაწერილნი.

-„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარები ყოფილიყვნენ სიის ქვედა ეშელონებში, გამომდინარე იქიდან, რომ ვართ მათ გამარჯვებაში დარწმუნებული” -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა .

„ოცნების“ საარჩევნო სიას თუ გადავხედავთ, # 90-ს ქვემოთ მოხვდნენ ქუცნაშვილი ზაქარია, მაკრახიძე იოსები, გელაშვილი ვალერი, ფოფხაძე გედევანი, მკოიანი ენზელი, ნარჩემაშვილი კობა და სხვები. გამოდის, თუ მათ, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს, სიის გარეთაც დარჩებიან და დეპუტატის მანდატებიც მხოლოდ ოცნებად დარჩებათ.

რა შანსები აქვთ მაჟორიტარობის კანდიდატებს? როგორც პრემიერის განცხადებიდან ჩანს, ის  გარკვეულ ოლქებში მეორე ტურს არ გამორიცხავს, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრი მაჟორიტარობის კანდიდატი სიის ზედა ნომრებშია ჩასმული. ბუნებრივია ჩნდება კითხვა-მათი, როგორც მაჟორიტარების გამარჯვების იმედი არ აქვს ოცნებას და ვერ გამარჯვების შემთხვევაში საარჩევნო სიით მაინც სურს იხილოს პარლამენტში? ისე კი, მაინც რთული დასაჯერებელია ოცნებას კობა ნარჩემაშვილის გამარჯვეის იმედი იმედი უფრო ჰქონდეს და 99-ე ნომრად ჩასვას, ვიდრე თუნდაც დიმიტრი ხუნდაძის, რომელიც სიაში, მისი მოთხოვნის მიუხედავად, სიაში არ ჩამსვათ, მხოლოდ მაჟორიტარად უნდა გავიდე პარლამენტშიო, მაინც მე-40 ნომრად გვევლინება.

„ქართული ოცნების“ სრული სია იხ.ლინკზე;

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94/

 

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

„ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია“

„ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ...