Home » მთავარი » რომელი მულტფილმები უყვარს განათლების მინისტრს და რატომ…

რომელი მულტფილმები უყვარს განათლების მინისტრს და რატომ…

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ეკა ხოფერიას გადაცემაში ზღაპრებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა. მან ისიც გაამხილა, რომ უყვარს „წუნა და წრუწუნა“ იმიტომ, რომ არაფერს არ აშავებენ და ასევე უყვარს მულტფილმი „ხელმარჯვე ოსტატი“.  მისი თქმით, უყვარდა მულტფილმი „საზამთრო“ სანამ გაიგებდა, რომ ის კომუნისტური პარტიის დაკვეთით შეიქმნა, რათა გლეხები ვაზის მოსავალთან შედარებით საზამთროს მოსავალის მომგებიანობაში დაერწმუნებინა.

თუმცა ამჯერად მინისტრის კრიტიკა დაიმსახურა კიდევ ერთმა ზღაპრის პერსონაჟმა – ჭიანჭველამ. ჯეჯელავას თქმით, ჭიანჭველა არის პიროვნება, სულ შარში რომ ეხვევა მთელი ცხოვერება და სულ რწყილის სათრევია.

„ჭიანჭველა არის საინტერესო პერსონაჟი. პირველი შეკითხვა, რომელიც ჩნდება არის ის თუ რატომ გადახტა? გადამხტარა მანამდე სადმე? ან მამამისი გადამხტარა? ან ხტომის უნარი აქვთ ფიზიოლოგიურად?! მოკლედ ეს არის მაგალითი პიროვნების, არსების, რომელიც იმას კიდებს ხელს, რაც ზუსტად იცის რომ არ შეუძლია. ანუ არ იცის გადაცემის წაყვანა მაგრამ მიყავს, არ იცის გადაღება მაგრამ იღებს, არ იცის სწავლება მაგრამ ასწავლის. პირველი ამას ვერჩი და ეს არ მომწონს. მეორე – ჩავარდა. ლოგიკურიც არის, აზრზე არ იყო და ჩავარდებოდა ანუ კვალიფიკაცია არ ქონდა ხტომაში, ეს თვითონაც იცოდა და ჩავრდა. ამ მომენტიდან ზღაპრის ბოლომდე ჭიანჭველა რას აკეთებს? – არაფერს არ აკეთებს, არც ცდილობს ამოსვლას. ხტომა თუ არ იცის, ამოხოხება ხო იცის?! ამოხოხდეს, ან სცადოს. ეს არის ადამიანი, რომელიც შარში გაეხვა თავისი არაკომპეტენტურობით, თავისი უნიჭობით და მერე მისი პრობლემა აღარ არის.  სესხი აიღო, ვეღარ იხდის და მისი პრობლემა აღარ არის, სამსახურში რაღაც დააშავა და მისი პრობლემა აღარ არის. ანუ ეს არის ადამიანი, შეიძლება ვთქვათ უპასუხისმგებლო, რომელმაც ითავა ისეთი რაღაც, რისი თავიც არ ქონდა.

„და რწყილი? რწყილი ეგრევე რომ იწყებს მოქმედებას ხომ შეამჩნიეთ?! ჭიანჭველა პირველად არ გახვეულა შარში თორემ რწყილმა საიდან იცის ეგრევე ასეთი მომზადებული საიდანაა? საქმე ისაა, რომ ეს ჭიანჭველა სულ შარში ეხვევა მთელი ცხოვერება და სულ რწყილის სათრევია. და კიდევ ერთი რაღაც, რაც არ მომწონს, (რწყილს ნამდვილად არ ვერჩი ძალიან დადებითი გმირია.) ერთადერთი, რწყილს რომ ეთქვა ჭიანჭველასთვის – ამოდი, იქნება შენით ამოხვიდე, სცადე, აბა მიდი, ეგ არ უთქვამს და ასევე ტყეში რა ხდება ის არ მომწონს. უფასოდ არავინ არავის არ ეხმარება. ლოგიკაა ასეთი – ჩემთვის რა ხეირი იქნება. აღებ-მიცემობა ხდება ტყეში. სოციალური პასუხისმგებლობის ნაკლებობაა, არავინ ეხმარება უფასოდ. ეს რას გვასწავლის იცით? შენთან რომ ვიღაც მოვა და გეტყვის რომ დამეხმრე, შენ ამ ლოგიკით უნდა უთხრა – „მე რა ხეირი“, ეს არის ანგარების ამბავი“, – თქვა ჯეჯელავამ.

კიდევ ერთი საკითხი, რაც განათლების მინისტრს არ მოსწონს, ესაა პრინცესები პრინცს რომ ელოდებიან პრობლემის მოგვარებისთვის.

„პრინცესებიან ზღაპრებში ერთი რამ შევამჩნიე საერთო – ყველა პრინცესა ელოდება ვიღაც კაცს, რომელმაც უნდა უშველოს და თავის თავს რატომ არ შეუძლია რომ უშველოს?! მგონია, რომ ეს ამბები გოგონებს შეიძლება არწმუნებდეს, რომ შენ აუცილებლად კაცმა უნდა გიშველოს და მოგიგვაროს რაღაცები და გენდერის პრობლემებია“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მისთვის სასურველი შინაარსით ზღაპარი „კომბლე“.

„მე ვფიქრობ, რომ მისგან ბევრ კარგს ვერ ისწავლი. მაგალითად თქვენ, გინდათ რომ თქვენი შვილი დაემსგავსოს კომბლეს? ეჭვი მეპარება, რომ ეს გზა აირჩიოთ. კარგ თვისებებს თუ შევძენდით, 100 ცხვარი თუ ეყოლებოდა, მშრომელი თუ იქნებოდა, გარემოზეც თუ იზრუნებდა და არც ცხოველებს დაუშავებდა რამეს, კაი ტიპი გახდებოდა“, – თქვა მინისტრმა.

წყარო: edu.aris.ge

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება, არ მომხდარა, საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ – ბადრი ბიწაძე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება „ავანტიურისტული და პოლიტიკურია“. ...