Home » მთავარი » რომიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის

რომიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ირმა კაპანაძე სოციალურ ქსელში რომიდან თბილისში დაბრუნების მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს:

“ვისაც უნდა წასვლა 21 აპრილს რომიდან თბილისში,

Flixbus-ის ავტობუსები 19 აპრილამდე არ მოძრაობენ! ოპერატორმა მიპასუხა, 19-დან შეიძლება აღდგეს რეისები, მაგრამ დარწმუნებით პასუხი ვერ გამცეს!
Trenitalia – ძალიან არის შეზღუდული მატარებლების მოძრაობა!

მილანიდან დღეში ერთი მატარებელი გადის დილას 9.50 და რომშია 13.35წთ-ზე.

ბარიდანაც დღეში ერთი მატარებელი გადის 13.11 და რომშია 17.15წთ-ზე.

რეჯო კალაბრიადან გადის – 12,50, რომშია 19 30.

უდინედან ცოტა რთულადაა საქმე,  ანუ პირდაპირი რეისი არ არის….
უდინე – ვენეცია – ვერონა – რომი. იცვლით ორ მატარებელს.

ეს ინფორმაცია მომცეს trenitalia-ს რომის ოფისში, ვირუსთან დაკავშირებით შეცვლილ რეისებზე.

თბილისის რეისზე ბილეთის ქონის შემთხვევაში, ავსებთ იმ ავტოსერტიფიკატს, რომელიც გამოიყენება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილების შემთხვევაში. და აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მიზეზი: სამშობლოში დაბრუნება! და წარადგენთ ბილეთის ჯავშანთან ერთად….

ანუ გარდა იმისა, რომ საქართველოში წასასვლელი ბილეთი უნდა შეიძინოთ, წინასწარ გათვალეთ იტალიის ტერიტორიაზე როგორ ჩახვალთ რომამდე!”- წერს კაპანაძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...