Home » მთავარი » რომის ახალი მერი-ვირჯინია რაგი

რომის ახალი მერი-ვირჯინია რაგი

რომს პირველად ქალი მერი ჰყავს. არჩევნებში იურისტმა ვირჯინია რაგიმ პრემიერ-მინისტრის რჩეული რობერტო გიაჩეტი დაამარცხა.

37 წლის რაგი პოპულისტური “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” წარმომადგენელია, რომელიც კომიკოსმა ბეპე გრილომ 7 წლის წინ დააარსა.

საარჩევნო კამპანიისას რაგი აქცენტს კორუფციის დასრულებაზე და რომში საჯარო მომსახურების გაუმჯობესებაზე აკეთებდა.

“ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ინსტიტუტები გავხადოთ სამართლიანი და გამჭვირვალე. 20-წლიანი ცუდი მმართველობის და მაფიის შემდეგ პრინციპები გაქრა,”- განაცხადა რაგიმ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სიკეთით საცნობი კაცი – 26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

სიკეთით საცნობი კაცი – 26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ჩვენ ქედს ვიხრით მისი ხსოვნის ...